გურამ შარაძე
გურამ შარაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 ოქტომბერი, 1940 |
დაბ. ადგილი | გურიანთა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 20 მაისი, 2007[1] (66 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Order of Vakhtang Gorgasali, 3rd class და საქართველოს სახელმწიფო პრემია |
გურამ სევერიანის ძე შარაძე (დ. 17 ოქტომბერი, 1940, გურიანთა, ოზურგეთის რაიონი — გ. 20 მაისი, 2007, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1958 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თსუ-ს დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, 1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. 1981 წელს ერთი თვით მივლინებული იყო ოქსფორდში უორდროპების კოლექციის შესასწავლად.
1987-1990 წლებში ფუნდამენტური ორტომეული ნაშრომი დაწერა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1987 წლიდან იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან იყო ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“ თავმჯდომარე. მემედ აბაშიძის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. აგრეთვე დაჯილდოებული იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლითა და ვახტანგ გორგასლის ორდენით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 1999 წელს შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“. 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე მოკლეს თბილისის ცენტრში.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არქეოგრაფიული ძიებანი, თბილისი, 1973;
- თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია სამ ტომად), თბილისი, 1972-1974;
- მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბილისი, 1978;
- ევგენი ბოლხოვიტინოვი - პირველი რუსი რუსთველოლოგი : ნარკვევი რუსთველოლოგიის ისტორიიდან, თბილისი, 1978;
- პლატონ იოსელიანი, რუსთველოლოგი, თბილისი, 1980;
- მასალები ბელა ვიკარის არქივიდან, თბილისი, 1981;
- მიკლოშ კიში ტოტფალუში და ქართული სტამბა, თბილისი, 1982
- დავით ჩუბინაშვილი — რუსთველოლოგი, თბილისი, 1982
- მარი ბროსე და ვეფხისტყაოსანი, თბილისი, 1983;
- ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე (უორდროპები და საქართველო), თბილისი, 1984;
- საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე, თბილისი, 1986
- ილია ჭავჭავაძე: ფოტომატიანე; ორ წიგნად; 1987-1990
- ფრანგული დღიური, თბილისი, 1990
- ამერიკელი ქართველები თვალის ერთი გადავლებით, თბილისი, 1992;
- უცხოეთის ცის ქვეშ; სამ წიგნად, თბილისი, 1991-1993;
- ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება, თბილისი, 1995;
- მემედ აბაშიძე, ბათუმი, 1995;
- ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა, თბილისი, 1998
- ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება, თბილისი, 1998
- ისტორიული რელიკვიების დაბრუნება: 1918-1921, თბილისი, 2001 ISBN 99928-892-8-4
- ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია; ექვს ტომად; თბილისი, 2001-2005;
- ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი–თაყაიშვილი, თბილისი, 2005;
- აკაკი წერეთელი 1840-1915: ხუთ ტომად; თბილისი, 2006-2007
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურამ შარაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ შარაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- გურამ შარაძის ოფიციალური ვებ-გვერდი
- გურამ შარაძე Times Online (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
- დაბადებული 17 ოქტომბერი
- დაბადებული 1940
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- გარდაცვლილი 20 მაისი
- გარდაცვლილი 2007
- თბილისში გარდაცვლილები
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- ქართველი ისტორიკოსები
- ქართველი ფილოლოგები
- თბილისში მოკლული ადამიანები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- მოკლული ქართველი პოლიტიკოსები
- შარაძეები
- ქართველი ნაციონალისტები