ვახტანგ კიკაბიძე
ვახტანგ კიკაბიძე | |
---|---|
![]() კიკაბიძე 2017 წელს | |
დაბადების სახელი | ვახტანგ კიკაბიძე |
დაბადების თარიღი |
19 ივლისი, 1938![]() |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მუსიკოსი |
ჯილდოები |
![]() ![]() |
ვახტანგ („ბუბა“) კიკაბიძე (დ. 19 ივლისი, 1938, თბილისი) — ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).
კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]
ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მომღერლის სახელი ჰქვია ჯგუფს „Водопад имени Вахтанга Кикабидзе“ (რუსეთი)
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1981: „Пока сердце поёт“
- 1981: „Пожелание“
- 1994: „Мои Года“
- 1996: „Ларису Ивановну хочу“
- 2004: „Старики-разбойники“
სინგლები და მინი ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1974: „Новый Мухамбази“
- 1978: „Поет Буба Кикабидзе“ [EP]
- 1979: „Ищу Друга“
- 1979: „Поет Вахтанг Кикабидзе“ [EP]
- 1980: „Поет Вахтанг Кикабидзе“ [EP]
- 1980: „Песни Алексея Экимяна поет Вахтанг Кикабидзе“
- 1980: „Песни Георгия Каландадзе“
- 1983: „Вахтанг Кикабидзе поёт песни А.Морозова“ [EP]
- 1985: „Мелодия Любви“
- 1997: „Письмо другу“
- 1997: „Секрет счастья“
- 1999: „Танго любви“
- 2001: „Лучшие песни“
- 2003: „Грузия, любовь моя“
- 2006: „Танцы-шманцы, обниманцы“
- 2007: „Я жизнь не тороплю“
- 2008: „Проза жизни“
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე
სცენარის ავტორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე
გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1966: „შეხვედრა მთაში“ (გია) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1968: „არ იდარდო!“ (ბენჟამენ ღლონტი) რეჟ. გიორგი დანელია
- 1970: „ორერა, სრული სვლით!“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1971: „Хатабала“ (Кинто)
- 1972: „მე გამომძიებელი“ (გიორგი მიქელაძე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1973: „Совсем пропащий“ (ჰერცოგი) რეჟ. გიორგი დანელია
- 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (პავლე) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1975: „Пропавшая экспедиция“ (კომისარი)
- 1976: Псевдоним: Лукач (Дурутти)
- 1976: „თვალი პატიოსანი“ (ოთარი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1977: „Мимино“ (ვალიკო მიზანდარი აგრეთვე «მიმინო») რეჟ გიორგი დანელია
- 1980: „მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო...)“ რეჟ. ომარ გვასალია
- 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ (ვახტანგი, დავით, გივი, მუსიკოსი) რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
- 1982: „სამი ალიყური“ (ნიკალა) რეჟ. ელგუჯა ჟღენტი
- 1983: „Утро без отметок“ (ჯაშუში)
- 1984: „Ольга и Константин“ (კონსტანტინე გოგუაძე)
- 1984: „ТАСС уполномочен заявить…“ (ჯონ გლები)
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ (ამირანი, ზურაბი) რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე
- 1994: „Весёленькая поездка“
- 2000: „Фортуна“ (კაპიტანი) რეჟ. გიორგი დანელია
- 2008: „იდიოტოკრატია“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1969: საერთაშორისო კინო ფესტივალ "კარტახანი-70"-ის პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "არ დაიდარდო"
- 1978: სსრკ სახელმწიფო პრემია , ფილმისთვის "მიმინო"
- 1980: საქართველოს სახალხო არტისტი
- 1980: სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1994: ღირსების ორდენი
- 1997: ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- 1997: ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი(უკრაინა)
- 1998: წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი(რუსეთი)
- 1998: თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1998: პრიზი „Золотой Грамофон“ (რუსეთი)
- 1999: ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემია
- 2013: საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 2013: უკრაინის დამსახურებული არტისტი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვახტანგ კიკაბიძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ვახტანგ კიკაბიძე — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ვახტანგ კიკაბიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვახტანგ კიკაბიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალრები
- დაბადებული 19 ივლისი
- დაბადებული 1938
- ქართველი მსახიობები
- ქართველი მომღერლები
- ქართველი სცენარისტები
- ქართველი რეჟისორები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1998)
- კიკაბიძეები
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალრები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები