შოთა მანაგაძე
შოთა მანაგაძე | |
---|---|
შოთა მანაგაძე | |
დაბადების თარიღი |
19 მარტი, 1901 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი |
22 ივნისი, 1977 თბილისი |
საქმიანობა | რეჟისორი |
შოთა ილიას ძე მანაგაძე (დ. 19 მარტი, 1901, ქუთაისი — გ. 22 ივნისი, 1977, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966[1]).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია (1925) და სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი (1938). 1919–1935 წლებში მუშაობდა თეატრის მსახიობად და რეჟისორად (მოსკოვი, თბილისი, ქუთაისი). 1935 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. გადაიღო ფილმები: „ჭირვეული მეზობლები“ (1945), „ქართული ბალეტის ოსტატები“ (1955, ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957, მოსკოვის I საკავშირო და საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები, 1958), „ყვავილი თოვლზე“ (1959), „კეთილი ადამიანები“ (1961), „ვინ შეკაზმავს ცხენს“ (1963), „ხევსურული ბალადა“ (1965, კანისა და ვენეციის, შვეიცარიისა და სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები, 1966, 1957), „ჯვარცმული კუნძული“ (1968), „მოლოდინი“ (1970, რეჟისორ ნოდარ მანაგაძესთან ერთად, ვარნის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი), „წუთისოფელი“ (1971, რეჟისორ ნოდარ მანაგაძესთან ერთად, თბილისის საკავშირო კინოფესტივალისა და სორენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები), „თვალი პატიოსანი“ (1976, გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით). დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე, გოგი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 401.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოთა მანაგაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია — შოთა მანაგაძე
- შოთა მანაგაძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|