ლეიტენანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უმცროსი ლეიტენანტი)
უმცროსი ლეიტენანტის, ლეიტენანტის და უფროსი ლეიტენანტის სამხრეები

ლეიტენანტი (ფრანგ. Lieutenant) — უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდება მრავალი ქვეყნის არმიაში.

პიველად გამოიყენეს საფრანგეთში XV საუკუნეში ასეულის მეთაურთა მოადგილეებისათვის (lieu — ადგილი და tenant — დაკავება). XV საუკუნის ბოლოდან ოცმეთაურთა სამხედრო წოდებაა. ქართულ ჯარში არსებობს ლეიტენანტის ორი ხარისხი: ლეიტენანტი და უფროსი ლეიტენატი (სამართალდამცველ სტრუქტურებში არსებობს ასევე, უმცროსი ლეიტენენტის ხარისხი).

უმცროსი ლეიტენანტის წოდებას ნატოს ჯარების უმრავლესობა არ იცნობს. ლეიტენანტისა და უფროსი ლეიტენანტის სამხედრო კოდია „OF-1“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]