შეხვედრა მთაში (ფილმი)
შეხვედრა მთაში | |
---|---|
![]() | |
დამდგმელი რეჟისორი | ნიკოლოზ სანიშვილი |
სცენარის ავტორი | პეტრე გრუზინსკი, ნიკოლოზ სანიშვილი |
როლებში |
ლეილა აბაშიძე თენგიზ არჩვაძე ლალი მესხი ვახტანგ კიკაბიძე კოტე დაუშვილი იპოლიტე ხვიჩია ნუნუ მაჭავარიანი ელენე ყიფშიძე |
კომპოზიტორი | ბიძინა კვერნაძე |
ხმის ოპერატორი | ოთარ გეგეჭკორი |
ოპერატორი | ფელიქს ვისოცკი |
მხატვარი | ლეონიდ მამალაძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1966 |
ხანგრძლივობა | 77 წუთი |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ენა | ქართული |
შეხვედრა მთაში — 1966 წლის ქართული ფილმი, რომლის რეჟისორია ნიკოლოზ სანიშვილი, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ლეილა აბაშიძე და თენგიზ არჩვაძე.
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხევსურეთში ფილმს იღებენ. მთიელთა ჩვევებს უკეთ რომ ეზიაროს, მთავარი როლის შემსრულებელი, ესტრადის პოპულარული მომღერალი, ლალი მინდელი სოფელში ხევსურულად გადაცმული, ცხენზე ამხედრებული დადის. იგი შემთხვევით ინჟინერ ვახტანგს შეეჩეხება და თავს ხევსურ მზევინარად გააცნობს. როლში შესული, ვახტანგს დაარწმუნებს, რომ ლალი მინდელი მისი ტყუპი დაა... მზევინარით მოხიბლული ვახტანგი მზად არის მისი გულისთვის ხევსურეთში გადასახლდეს. ლალი მიხვდება, რომ ორმაგ თამაშში სახიფათოდ შესტოპა, მას თავის კონცერტზე დაპატიჟებს და სცენაზე მზევინარად გადაცმული გამოვა. ვახტანგი მიხვდება, რომ ნიჭიერი მსახიობი, ლალი მინდელი შეჰყვარებია და თავის გულუბრყვილობაზე გაეღიმება.
|