კუ! ქინ-ძა-ძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუ! ქინ-ძა-ძა
ჟანრი ფანტასტიკა, ანტიუტოპია
რეჟისორი გიორგი დანელია, ტატიანა ილინა
სცენარის ავტორი გიორგი დანელია, ანდრეი უსაჩოვი, ალექსანდრე ადაბაშიანი, ი. ჟუკოვი
ეფუძნება რეზო გაბრიაძისა და გიორგი დანელიას მოთხრობას
როლებში ნიკოლოზ გუბენკო, ანდრეი ლეონოვი, ალექსეი კოლგანი, ალექსანდრე ადაბაშიანი, გიორგი დანელია, პოლინა კუტეპოვა, იგორ კვაშა
კომპოზიტორი გია ყანჩელი
სტუდია СТВ, პროდიუსერული კინოკომპანია „რიტმი“, „იუგრა ფილმი“[1][2], პირველი არხი[3]
დისტრიბუტორი „Наше кино“[2]
გამოსვლის თარიღი 21 თებერვალი 2013[4], ღია გაქირავება - 11 აპრილი 2013а[2]
ხანგრძლივობა 90 წთ.
ბიუჯეტი 140 მილიონი რუსული რუბლი[1]

კუ! ქინ-ძა-ძა (რუს. Ку! Кин-дза-дза)[2] — სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება ფანტასტიურ-სატირულ კომედიას „ქინ-ძა-ძა!“. მისი პრემიერა გაიმართა 2013 წლის 21 თებერვალს[4]. ღია გაქირავებაში ფილმი გამოვიდა 2013 წლის 11 აპრილს [2].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის სცენარი ეფუძნება გიორგი დანელიას და რეზო გაბრიაძის სცენარს, რომლის მიხედვით 1986 წელს გადაღებული იქნა ფილმი „ქინ-ძა-ძა!“.[5]. შესაბამისად, ანიმაციურ ფილმს მხატვრულთან საერთო აქვს სიუჟეტი, დიალოგები, ფილოსოფიური დატვირთვა. არის განსხვავებებიც.

ფილმის მოქმედება მიმდინარეობს XXI საუკუნის დასაწყისში. შეცვლილია ორი მთავარი პერსონაჟი. მშენებელ მაშკოვისა და სტუდენტ გედევანის მაგივრად პლანეტა პლიუკზე მოხვდებიან ჩელოისტი ვლადიმერ ჩიჟოვი და მისი ძმისშვილი, ტოლიკი, რომელიც მოსკოვში დიჯეების კურსებზე ჩამოდის. ჩიჟოვი არ ენდობა მას და ფიქრობს, რომ ტოლიკი აფერისტია, რომელსაც მისი ბინის გაქურდვა სურს. ტოლიკს ეს სწყინს და საერთო ენას ისინი ვერ პოულობენ. ანიმაციურ ფილმში პერსონაჟები სწორედ ტოლიკის დახმარებით გადარჩებიან - პლიუკზე მოხვედრილი ტოლიკი ბიძის ჩელოზე საშინელ ხმებს გამოსცემს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მოსწონს. მოგზაურობისას ისინი მოხვდებიან პლანეტა ხანუდზეც, თუმცა პლანეტა ალფა ანიმაციურ ფილმში არ არის.

ისევე, როგორც მხატვრულ ფილმში, პლიუკზე ორი მთავარი პერსონაჟი შეხვდება ჩატლანელ უეფსა და ბის. ფილმისგან განსხვავებით ისინი ადამიანებს არ ჰგვანან, თუმცა ჰუმანოიდურები არიან. უეფსა და ბისთან ერთად მოგზაურობს რობოტი აბრადოქსი, რომელშიც დევს იდელაური პლიუკანელის პროგრამა. სხვა პერსონაჟებს შორის არიან ჩამოსულები, დიოგენე, მეკარუსელე უკი და სხვები. პლანეტა პლიუკზე ახალი რასაც ჩნდება - ფიტიულკები. სხვადასხვა პერსონაჟი, რომელიც უკვე იყო წინა ფილმში, ჩნდება ამ ფილმშიც და უკვე საკუთარი სახელი აქვს: ესენია ცანი (გოგონა მანქანით), კირი (მამაკაცი კატერით), ტრაზი (კონტრაბანდისტების მეთაური), გვირილა (დაკარგული უცხოპლანეტელი) და სხვები.[3][6]

ანიმაციურ ფილმში ასახულია თანამედროვე რეალობა - მობილური ტელეფონები, პროვინციალებისა და ქალაქელთა დამოკიდებულება, „გასტარბაიტერის“ მნიშვნელობა და ა.შ.

ჩატლანურ-პაცაკური ლექსიკონი თითქმის იგივე დარჩა [7] და დაემატა რამდენიმე ახალი სიტყვა, მაგალითად, „ზურილო“.[8].

ფილმი გათვლილია მოზარდებსა და 30-35 წლის ასაკის პიროვნებებზე.[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]