კამეო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამეო (ინგლ. cameo) — როლი, ჩვეულებრივ ეპიზოდური (კინოფილმში, თეატრალურ წარმოდგენაში, რადიო გადაცემაში, ვიდეო თამაშში და ა. შ.), რომელსაც ასრულებს ცნობილი და ადვილად ამოსაცნობი პერსონაჟი (რეჟისორი, მსახიობი, პოლიტიკოსი და ა.შ. სახელის გამოცხადების გარეშე, ან განცხადებით). კამეოს როლისთვის იწვევენ თავად პიროვნებას, რომლის იმიჯიც უნდა განსახიერდეს ან (ფილმისა და ლიტერატურული პერსონაჟების შემთხვევაში) მსახიობს, რომელმაც ითამაშა ცნობილი კინოგმირი.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხშირად კინოფილმის რეჟისორი თავად თამაშობს ფილმში პატარა როლს. ასე აკეთებდნენ საკუთარ ფილმებში ალფრედ ჰიჩკოკი, ჩარლი ჩაპლინი, სტენ ლი, კვენტინ ტარანტინო, მაიკლ ბეი, ლეონიდ გაიდაი, ელდარ რიაზანოვი, გიორგი დანელია, ნიკიტა მიხალკოვი, როლან ბიკოვი, სერჯო ლეონე, ოლივერ სტოუნი და სხვები.

ალფრედ ჰიჩკოკმა 30-ზე მეტი კამეო ითამაშა თავის ფილმებში. იგი სხვადასხვა სიტუაციებში ჩნდება ეკრანზე. უმეტეს შემთხვევაში მარტო ასრულებს შემთხვევითი გამვლელის როლს სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებსა (აეროპორტები, რკინიგზის სადგურები) თუ ტრანსპორტში (მატარებელი, ავტობუსი, მეტრო). კადრებში ხან მუსიკალური ინსტრუმენტები გადააქვს, ხან სიგარეტს ეწევა ან კითხულობს გაზეთებსა და წიგნებს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კამეო ალფრედ ჰიჩკოკის ფილმებში