იმერლები
იმერლები — დასავლეთ ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ იმერეთის ტერიტორიაზე, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობებში. იმერელთა კომპაქტური დასახლებებია საქართველოს სხვა კუთხეებშიც: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. იმერლები საუბრობენ ქართული ენის იმერულ დიალექტზე. წარსულში ისინი გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებებით. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 850.000 ქართველი, იმერული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.
ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს:
ანთროპოლოგიურად იმერლების დიდ ნაწილს აქვს ქერა თმა, ცისფერი, ხშირად, მონაცრისფრო თვალები, საშუალოზე მაღალი სიმაღლე. იმერლების ნაწილს აღენიშნება წინაზიურ-კავკასიური ტიპის სახე, უმრავლესობას დასავლურ ქართული, კოლხური სახე აქვს.
ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|