ავთანდილ ვარსიმაშვილი
ავთანდილ ვარსიმაშვილი | |
---|---|
![]() ავთანდილ ვარსიმაშვილი | |
დაბადების თარიღი |
10 ნოემბერი, 1959 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი |
მეუღლე(ები) | ელისო ორჯონიკიძე |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: ედუარდ ვარსიმაშვილი დედა: რიმა მოსეშვილი |
ჯილდოები |
![]() |
ავთანდილ ედუარდის ძე ვარსიმაშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი,[1] სცენარისტი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,[2] თავისუფალი თეატრის მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი,[3] უნივერსიტეტის რეჟისურის მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ორგანიზაცია „შექსპირის თეატრის“ (აშშ) სრულუფლებიანი წევრი.[4] კინოსტუდია „Vars-studio"-ს მფლობელი.[5]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1959 წლის 10 ნოემბერს, თბილისში,[6] ედუარდ ვარსიმაშვილისა და რიმა მოსეშვილის ოჯახში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1981 წელს.[7] 1992-1996 წლებში იყო „კავკასიის ტელე-რადიო კომპანიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი;[8] 1997 წელს დააარსა „თეატრალური სარდაფი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე; 1999 წლიდან გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,[9] 2001 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა „თავისუფალი თეატრი“.[10] ვარსიმაშვილს საქართველოს გარდა დადგმული აქვს სპექტაკლები უკრაინის, გერმანიის, რუსეთის, ესტონეთის, ფინეთის თეატრებში. მისი პროდიუსერობით შეიქმნა სპექტაკლი „ჯინსების თაობა“ და მხატვრული ფილმი „ბამბაზიის სამოთხე“.
ვარსიმაშვილი არის საქართველოს სახელმწიფო (1999) და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი (2002), ღირსების ორდენის კავალერი (2005), აგრეთვე არაერთი ფესტივალის გამარჯვებული: Cinema Rimini-ს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი (იტალია, 1991), რუსთავის თეატრალური ფესტივალი — „ოქროს ნიღაბის“ პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის (1998), ლვოვის თეატრალური ფესტივალის პრიზი „ოქროს ლომი“, საუკეთესო რეჟისურისათვის (2002), რუსეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ზოლოტოი ვიტიაზის“ გრან-პრი „ოქროს რაინდი“ (2013), რუსეთის „მეგობრობის„ ორდენი (2006).[11], პუშკინის მედალი (2016).[12][13]
1994 წელს ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადაიღო მისტიკურ-დრამატული ტელესერიალი „სახლი ძველ უბანში“,[14] რომლის პროდიუსერი თავად არის. აგრეთვე გადაღებული აქვს სატელევიზიო მხატვრული ფილმები „ავადმყოფი გიცდით“ (1988) და „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“ (2003, 2 სერია).
როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დადგმული აქვს ოთხმოცზე მეტი სპექტაკლი.
ჰყავს მეუღლე – ელისო ორჯონიკიძე (1967) და ორი შვილი: გიორგი (1986) და მარიამი (1988).
მნიშვნელოვანი თეატრალური დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „რექვიემი“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული პოეტების ლექსებზე
- კარლო გოლდონი — „მშვენიერი ქართველი ქალი“ (1981)
- რობერტ სტურუა, ავთანდილ ვარსიმაშვილი, ლილი ფოფხაძე — „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (1981)
- ლაშა თაბუკაშვილი — „ათვინიერებენ მიმინოს“ (1982)
- ალექსანდრე ვამპილოვი — „იხვებზე ნადირობა“ (1983)
- ვაჟა-ფშაველა — „მოკვეთილი“ (1986)
- მიხეილ ჯავახიშვილი — „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (1988)
- უილიამ შექსპირი — „ტიტუს ანდრონიკუსი“ (1993)
მეტეხის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „დონ ჟუანი“ (1979)
- „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“ (1986)
გრიბოედოვის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ემილ ზოლა — „ტერეზა რაკენი“ (1999)
- „ვნებანი გოლდონის მიხედვით“ (2000)
- ანტონ ჩეხოვი — „ცხოვრება მშვენიერია“ (2001)
- „Russian bluz“ (2002)
- "მე, ბულატ ოკუჯავა" (2003)
- მიხეილ ბულგაკოვი — „ოსტატი და მარგარიტა“ (2005)
- ჯოშუა სობოლი — „გეტო“ (2010)
- ნიკოლოზ გოგოლი — „ქორწინება“ (2011)
- ლევ ტოლსტოი — „ცხენის ისტორია“ (2012)
- „მე, ვლადიმერ მაიაკოვსკი“ (2014)
- ნიკოლოზ გოგოლი — „რევიზორი“ (2015)
- „ალჟირი“ (2017)
- ნიკოლოზ გოგოლი - "შინელი" (2019)
თეატრალური სარდაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ავგუსტ სტრინდბერგი — „სიკვდილის როკვა“ (1997)
- ბერტოლტ ბრეხტი — „შიში და სასოწარკვეთა“ (1997)
- უილიამ შექსპირი — „ჰამლეტი“ (1998)
თავისუფალი თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „კომედიანტები“ (2001)
- „ტელე მისტერია“ (2002)
- „პროვოკაცია“ (2003)
- „ძმები“ (2006)
- „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ (2007)
- „კავკასიური ცარცის წრე“ (2008)
- „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ (2010)
- ენტონი ბერჯესი — „მექანიკური ფორთოხალი“ (2011)
- „ვალსი ძილის წინ“ (2013)
- „რიჩარდ III“ (2014)
- „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ (2015)
- „სხვების ცხოვრება“ (2016)
- „2030 — დასაკარგი არაფერი გვაქვს“ (2019)
- „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“ (2021)[15]
კინო და ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ავადმყოფი გიცდით“ (1988)
- „თვინიერი“ (1992)
- „სახლი ძველ უბანში“ (1994)
- „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“ (2003)
- „იდიოტოკრატია“ (2008)
- „ყველაფერი კარგად იქნება“ (2009)
- „მიდი ძმაო, მიდი“ (2011)
- „ისპაჰან-ბათუმი“ (2011)
- „სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“ (2013)
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს სახელმწიფო პრემია (1999)
- დავით აღმაშენებლის პრემია (2001)
- მარჯანიშვილის პრემია (2002)
- საქართველოს ღირსების ორდენი (2005)
- რუსეთის „მეგობრობის“ ორდენი (2006)
- პუშკინის მედალი (2016)
- მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის:
- ჟიურის სპეციალური პრიზი Cinema Rimini-ს კინოფესტივალზე (იტალია) — ფილმისთვის „თვინიერი“
- „ოქროს ლომი“ „საუკეთესო რეჟისურისთვის“ ლვოვის (უკრაინა) თეატრალურ ფესტივალზე — სპექტაკლისთვის „ჰამლეტი“.
- „ოქროს ნიღაბი“ — „საუკეთესო რეჟისურა“ რუსთავის თეატრალურ ფესტივალზე — 1998 — სპექტაკლისთვის „ჰამლეტი“
- „ოქროს რაინდი“ — გრან პრი (რუსეთი) - რუსეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი („ზოლოტოი ვიტიაზი“) 2013, სპექტაკლისთვის „ცხენის ამბავი“[16]
- „პეკტორალი“ — უკრაინის ნაციონალური თეატრალური პრემია. სპექტაკლისთვის „რიჩარდ მესამე“, 2017.
- სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბალტიის სახლი“, „საუკეთესო რეჟისურა“ სპექტაკლისთვის „ალჟირი“
- ესტონეთის თეატრალური პრემია და ქალაქ ტარტუს პრემია წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის.
- სტამბულის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „გრან პრი" სპექტაკლისათვის „მექანიკური ფორთოხალი“.[9]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 179.
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. — თბილისი, 1998-1999
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ავთანდილ ვარსიმაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ავთანდილ ვარსიმაშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- ავთანდილ ვარსიმაშვილი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ავთანდილ ვარსიმაშვილი[მკვდარი ბმული] — ეცნიკლოპედია „საქართველო“
- ავთანდილ ვარსიმაშვილი „თავისუფალი თეატრის“ საიტზე
- ავთანდილ ვარსიმაშვილი დაარქივებული 2016-06-17 საიტზე Wayback Machine. „გრიბოედოვის თეატრის“ საიტზე
- „Сибиряки — это отдельная нация“
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „A Dance of Death“ August Strinberg“. theatre.ru. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.
- ↑ Автандил Варсимашвили поставит в Киеве Бертольда Брехта. gazeta.ua (23 ნოემბერი, 2007). ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
- ↑ ავთო ვარსიმაშვილის მოკლე ბიოგრაფია. tafu.edu.ge. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.
- ↑ ავთანდილ ვარსიმაშვილი. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.
- ↑ ავთანდილ ვარსიმაშვილი. „ეSpersona“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-21. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.
- ↑ ავთანდილ ვარსიმაშვილი / Avtandil Varsimashvili. rateyourmusic.com. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.
- ↑ ვარსიმაშვილი ავთანდილ. ენციკლოპედია „საქართველო“. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ Автандил Варсимашвили. vakhtangov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-26. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
- ↑ 9.0 9.1 ავთანდილ ვარსიმაშვილის რეზიუმე. Tafu.edu.ge. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.
- ↑ ლაშა ჩხარტიშვილი. (21 იანვარი, 2014) თავისუფალი თეატრი. GeorgianTheatre.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-04. ციტირების თარიღი: 2019-09-21.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 10 августа 2006 года № 893 «О награждении орденом Дружбы работников Тбилисского государственного академического русского драматического театра имени А.С.Грибоедова, Грузия»
- ↑ ავთანდილ ვარსიმაშვილი პუშკინის მედლით დაჯილდოვდა. GMTV.Ge (8 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 29 января 2016 года № 29 «О награждении государственными наградами Российской Федерации»
- ↑ საინტერესო ფაქტები სერიალების შესახებ. Info7.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.
- ↑ სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021
- ↑ გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა!. Teatri.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-21. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2023
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აპრილი 2021
- დაბადებული 10 ნოემბერი
- დაბადებული 1959
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი თეატრის რეჟისორები
- ქართველი დრამატურგები
- ქართველი კინორეჟისორები
- ქართველი სცენარისტები
- ქართველი პროდიუსერები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალრები
- პუშკინის მედლის კავალრები