ზეკარა
იერსახე
| ზეკარა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°33′54″ ჩ. გ. 43°56′43″ ა. გ. / 42.56500° ჩ. გ. 43.94528° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 3184 მ |
| ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
ზეკარა, ზიკარი, ზიკარა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ქეშელთის (ლიახვის სისტემა) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3184 მ. აგებულია ზედაიურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთით ცირკული მყინვარებია. განვითარებულია სუბნივალური ლანდშაფტი. მდ. ლიახვის ხეობას (საქართველო) აკავშირებს მდ. თერგის ხეობასთან (რუსეთის ფედერაცია).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 340.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 503.