გვერდითი ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თარგი:ინფოდაფა ქედი გვერდითი ქედი (რუს. Боковой хребет) — ქედი, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის ქედის ჩრდილოეთით. იწყება მდინარე ლაბის სათავეებიდან და პარალელურად მიუყვება მთავარ წყალგამყოფ ქედს თითქმის მის აღმოსავლეთ დაბოლოებამდე. ქედი ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. გვერდითი ქედი უფრო მაღალია, ვიდრე მთავარი წყალგამყოფი ქედი. მასზე აღმართულია კავკასიონის უმაღლესი მწვერვალები (იალბუზი — 5642 მ, დიხთაუ 5203 მ, მყინვარწვერი 5033 მ და სხვა). გვერდითი ქედი არდონის ხეობით იყოფა დასაველთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთ ნაწილი აგებულია პალეოზოური და რეიაული დანალექი ქანებით, დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია ზედაპროტეროზოური და პალეოზოური კრისტალური ფიქლები და გრანიტები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში იურული თიხაფიქლებია. გვერდითი ქედის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი თანამედროვე გამყინვარებაა (მყინვარწვერისა და იალბუზის მყინვარები), თხემურ ზოლში ტიპური ალპური რელიეფია. კალთები შემოსილია მაღალი მთის მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]