ველტყევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ველტყევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1927 
ქედი რაჭის ქედი

ველტყევი, კვეშლევი — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ჯრუჭულისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფ მონაკვეთზე. სიმაღლე 1927 . აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და გადოლომიტებული კირქვებით. ველტყევის სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. ყველაზე დამრეცია ჩრდილო-დასავლეთი კალთა, რომელსაც ახასიათებს რელიეფის კარსტული ფორმები. ველტყევის ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბუჩქნარითა და მდელოებით, ქვედა — სოჭისა და წიფლის ტყეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]