საწალიკე
იერსახე
| საწალიკე | |
|---|---|
საწალიკის ხედი ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან | |
| კოორდინატები: 42°24′31″ ჩ. გ. 43°12′34″ ა. გ. / 42.40861° ჩ. გ. 43.2094611° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 1996 მ |
| ქედი | რაჭის ქედი |
| ამგებელი ქანები | კირქვა და გადოლომიტებული კირქვა |
საწალიკე — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1996 მ. აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და გადოლომიტებული კირქვებით. ჩრდილოეთ-დასავლეთ კალთა დამრეცია და თანაბარი დახრილობით ეშვება შაორის ქვაბულისაკენ. ახასიათებს რელიეფის კარსტული ფორმები. შემოსილია სუბალპური მცენარეულობით. მთის ძირას საწალიკეს უღელეტეხილია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 218.