ნაქერალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაქერალა (მრავალმნიშვნელოვანი).
ნაქერალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1570 
ქედი რაჭის ქედი
ასაკი ქვედაცარცული/იურული

ნაქერალა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების წყალწითელის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი), ტყიბულის (ერთვის ტყიბულის წყალსაცავს) და შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 1570 მ. აგებულია ქვედაცარცული და იურული კირქვებით. ნაქერალის ქვედა კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზედა — სუბალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]