ნაქერალის უღელტეხილი
იერსახე
| ნაქერალის უღელტეხილი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°22′36″ ჩ. გ. 43°02′13″ ა. გ. / 42.376750° ჩ. გ. 43.037028° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 1218 მ |
| ქედი | რაჭის ქედი |
| გამავალი გზა | ტყიბულ-ამბროლაურის გზატკეცილი |
| ამგებელი ქანები | კირქვა და ქვიშაქვა |
| ფლორა | ფოთლოვანი ტყე |
ნაქერალის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1218 მ-ზე. ნაქერალის მიდამოები აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი). ნაქერალაზე გადის ტყიბულ-ამბროლაურის გზატკეცილი. ტყიბულის ქვაბულს აკავშირებს შაორის ქვაბულთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 334.