შინაარსზე გადასვლა

ხიხათის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიხათა (მრავალმნიშვნელოვანი).
ხიხათის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°27′07″ ჩ. გ. 43°23′23″ ა. გ. / 42.45194° ჩ. გ. 43.38972° ა. გ. / 42.45194; 43.38972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
საჩხერის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2030 მ
ქედი რაჭის ქედი
აკავშირებს ჯრუჭულისა და ხეორის ხეობებს
ამგებელი ქანები კირქვა, მერგელი და გლაუკონიტიანი ქვიშაქვა
ლანდშაფტი სუბალპური
ხიხათის უღელტეხილი — საქართველო
ხიხათის უღელტეხილი
ხიხათის უღელტეხილი — იმერეთის მხარე
ხიხათის უღელტეხილი

ხიხათის უღელტეხილი, შქმერის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და იმერეთის მხარეებში, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2030 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და გლაუკონიტიანი ქვიშაქვებით. დამახასიათებელია სუბალპური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულისა და რიონის მარცხენა შენაკადის — ხეორის ხეობებს.