შინაარსზე გადასვლა

სირხლებერთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირხლებერთა
კოორდინატები: 42°27′34″ ჩ. გ. 43°39′07″ ა. გ. / 42.45944° ჩ. გ. 43.65194° ა. გ. / 42.45944; 43.65194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2862 მ
ქედი რაჭის ქედი
ამგებელი ქანები პორფირიტი, ტუფი და ტუფ-ბრექჩია
სირხლებერთა — საქართველო
სირხლებერთა
სირხლებერთა — შიდა ქართლის მხარე
სირხლებერთა

სირხლებერთა, ლებეურის მთა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე. აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. სიმაღლე ზღვის დონიდან 2862 მ. მთის ჩრდილოეთ კალთაზე ტროგული ხეობაა. სირხლებერთა აგებულია ბაიოსური წყების პორფირიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები, განსაკუთრებით სამხრეთი მოფენილია ლოდებით. მთის მიდამოები შემოსილია ალპური ბალახეულით.