ლეთა
იერსახე
| ლეთა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°31′08″ ჩ. გ. 43°52′37″ ა. გ. / 42.51889° ჩ. გ. 43.87694° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3001 მ |
| ქედი | რაჭის ქედი |
| აკავშირებს | ყემულთასა და ლეთას |
| ფლორა | სუბალპური და ალპური მდელოები |
ლეთა — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ჯეჯორისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და ფაწის (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3001 მ. მიდამო შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. აკავშირებს სოფლებს ყემულთასა და ლეთას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 161.