ეკა ტყეშელაშვილი
| ეკა ტყეშელაშვილი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 20 ნოემბერი, 2010 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური ვანო მერაბიშვილი |
| წინამორბედი | თემურ იაკობაშვილი |
| მემკვიდრე | პაატა ზაქარეიშვილი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 6 დეკემბერი, 2008 – 20 ნოემბერი, 2010 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკოლოზ გილაური |
| წინამორბედი | ალექსანდრე ლომაია |
| მემკვიდრე | გიგა ბოკერია |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 5 მაისი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი |
| წინამორბედი | დავით ბაქრაძე |
| მემკვიდრე | გრიგოლ ვაშაძე |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 30 აგვისტო, 2007 – 5 მაისი, 2008 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ვლადიმერ გურგენიძე |
| წინამორბედი | გია ქავთარაძე |
| მემკვიდრე | ნიკა გვარამია |
| დაბადებული | 23 მაისი, 1977 თბილისი |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| პროფესია | დიპლომატი |
ეკა ტყეშელაშვილი (დ. 23 მაისი, 1977, თბილისი, საქართველო) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი. სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები საქართველოს მთავრობაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წელს დაამთავრა თბილისის 46-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1999-2000 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისტად. 2001-2002 წლებში გადიოდა პრაქტიკას ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში ბრალმდებლის ოფისში სააპელაციო განყოფილებაში. 2002-2004 წლებში მუშაობდა IRIS-საქართველოს იურისტად, შემდგომ კი დირექტორად.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 2006 წლის მაისიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.
2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2008 წლის 5 მაისს გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავე წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად.
2010 წლის ნოემბერში დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცვლილებები მთავრობაში, უშიშროების საბჭოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: გია ქავთარაძე |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2007-2008 |
შემდეგი: ნიკა გვარამია |
| წინამორბედი: დავით ბაქრაძე |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 |
შემდეგი: გრიგოლ ვაშაძე |
| წინამორბედი: ალექსანდრე ლომაია |
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2008-2010 |
შემდეგი: გიგა ბოკერია |
| წინამორბედი: თემურ იაკობაშვილი |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2010-2012 |
შემდეგი: პაატა ზაქარეიშვილი |
| |||||
| |||||


