ბიზანტიის იმპერია
|
ბიზანტიის იმპერია |
|||||||||
|
|||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||
ბიზანტიის იმპერია იუსტინიან I-ის დროს 550 წელს. |
|||||||||
| დედაქალაქი | კონსტანტინოპოლი | ||||||||
| ენა | ლათინური 7 საუკუნემდე, ბერძნული შემდგომ. | ||||||||
| რელიგია | რომაული რელიგია 391 წლამდე, შემდგომ მართლმადიდებლობა | ||||||||
| მართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
| - 306 – 337 (პირვალი) | კონსტანტინე დიდი | ||||||||
| - 1449–1453 (ბოლო) | კონსტანტინე XI | ||||||||
ბიზანტიის იმპერია ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერია, შუა საუკუნეებში რომის იმპერიის აღმოსავლეთით წარმოიშვა. დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი. ქვეყანას მართვადა იმპერატორი, იმპერატორის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა. რომის იმპერიის და ბიზანტიის პირველი გაყოფის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა ამ მოვლენის დასაწყის ეტაპად მიიჩნევენ კონსტანტინე I მიერ აღმოსავლეთით ახალი დედაქალაქის კონსტანტინოპოლის დაარსებას, ახალ დედაქალაქს მეორენაირად "ახალ რომს" უწოდებდნენ.
თავისი არსებობის მანძიულზე ბიზანტია ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სახელმწიფოდ ითვლებოდა ევროპაში. ბიზანტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს კარგავდა, ეს ძირითადად გამოწვეული იყო რომაულ-სპარსული და ბიზანტია-არაბეთის ომებით. სპარსეთის და არაბეთის დასუსტების შემდეგ ბიზანტია აღმასვლას იწყება. მაკედონელთა დენასტიის მმართველობის პერიოდში ბიზანტია დომინანტი ხდება მთელს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოგვიანებით მცირე აზიაში დაიწყო თურქ-სელჯუკთა შემოსევები. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტია დამარცხდა, ზავის შედეგად იმპერიამ მნიშვნელოავნი ტერიტორიები დათმო. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა კომნენოსთა დინასტია, კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანეობის შენარჩუნება, იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტვაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1204 წელს ბიზანტიამ უდიდესი დარტყმა მიიღო, ამ წელს განხორციელდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ჯვაროსნებმა იერუსალიმის ნაცვლად კონსტანტინოპოლი აიღეს. იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული სახელმწიფოები. 1261 წელს ბიზანტია კვლავ გაერთიანდა, ქვეყანას სათავეში პალეოლოგოსთა დინასტია ჩაუდგა. ბიზანტაიში ხშირი იყო სამოქალაქო ომები, ქვეყანა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობას დამპყრობლებს ვეღარ უწევდა. 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის იმპერიამ კონსტანტინოპოლის აღება შეძლო.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] ადრეული ისტორია
რომის იმპერიამ შეძლო მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის დაპყრობა. ამ ტერიტორიებზე მრავალი ერი სახლობდა, რომლებსაც კულუტურულად ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ისინი განვითარების მიხედვითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იყო იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები, აქ მოსახლეობის საკამოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობდა. აღმოსავლეთის განვითარებას თავისი მიზეზები ჰქონდა, აქ იყო უძველესი ბერძნული კულტურა, მოგვიანებით ამავე ტერიტოირაზევე არსებობდა მაკედონიის იმპერიაც. აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთმანეთისგან განსხვავება დიდიხანს გაგრძელდა.:::
[რედაქტირება] რომის იმპერიის გაყოფა
კონსტანტინე I დიდის დროს ქვეყანაში მნიშვნელოავნი ცვლილებები გახორციელდა, სწორედ ამ პერიოდშივე ხდება რომის იმპერიის ორად გაყოფაც. ამ პერიოდში ქრისტიანული რელიგია თანდათანობით პრივილეგირებული ხდება, თუმცა კონსტანტინეს დროს ის სახელმწიფო რელიგიად არ ცხადდება. 325 წელს ნიკეაში გაიმართა პირველი საეკლესიო კრება. კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი 330 წელს ბოსფორის სრუტის სანაპიროზე გადაიტანა, ამ ადგილს სტრატეგიულად ხელსაყრელი პირობები ჰქონდა, აქ გადიოდა მთავარი სავაჭრო გზები. ახალი დედაქალაქის ადგილზე ადრეც მდებარეობდა ბერძნული დასახლებული პუნქტი ბიზანტიონი.
ბიზანტიის განვითარებას ხელს უწყობდა დაპყრობილი ტერიტორიებიდან აკრეფილი თანხები. კონსტანტინეს მემკვიდრის თეოდოს I მმართველობის დროს დაიწყო კონსტანტინეპოლის დიდი გალავნის მშენებლობა, ეს გალავანი 1204 წლამდე არცერთ დამპყრობელს არ გადაულახავს.
სწორედ ამ პერიოდში იწყება აღმოსავლეთიდან ჰუნების გამოჩენა. ბიზანტიაზე შემოსევების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა ჰუნებს ხარკის მიცემა დაუწყო (სავარაუდოდ 300 კგ ოქრო). 453 წელს გარდაიცვალა ჰუნების ბელადი ატილა, ამის შემდეგ ჰუნების იმპერია დაიშალა.
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დროებითი სიმშვიდე დამყარდა. დასავლეთში კი კვლავ გრძელდებოდა შიდა არეულობა და ბარბაროსთა შემოსევები. 476 წელს ბარბაროსმა ოდოაკრმა რომი აიღო. დასავლეთის იმპერია დაემხო.
[რედაქტირება] პირველი პერიოდი
პირველი პერიოდი (მოიცავს IV-VII სს.) იყო მონათმფლობელობის რღვევისა და ფეოდალური ურთიერთობათა ჩამოყალიბების პერიოდი. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფალი გლეხობა შეადგენდა. ბიზანტია ვაჭრობდა ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობაში ხმელთაშუა ზღვაზე.
IV-V საუკუნეების ბიზანტიის იმპერია ცენტრალიზებული სამხედრო-ბიუროკრატიული მონარქია იყო, რომელშიც რომაული სახელმწიფოებრივი წყობილების ტრადიციები აღმოსავლეთი დესპოტიის ელემენტებს ერწყმოდა. ხელისუფლების სათავეში იდგა იმპერატორი (ბასილებსი) - შეუზღუდველი თვითმპყრობელი (autocrator). სათათბირო ორგანოს იმპერატორის კარზე წარმოადგენდა სენატი ან სინკლიტი. IV საუკუნეში ბიზანტიაში რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა (357 და 392 მთავრობამ გამოსცა კანონები წარმართობის წინააღმდეგ).
[რედაქტირება] მეორე პერიოდი
მეორე პერიოდი მოიცავს VII საუკუნის შუა წლები - XIII საუკუნის დასაწყისი. ამ პერიოდში ინტენსიურად განვითარდა ფეოდალიზმი. VIII-IX საუკუნეებში გაძლიერდა საიმპერატორი ხელისუფლება, იმპერატორ ლეონ III-მ წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი პოლიტიკა მიმართული იყო დიდებულთა სეპარატისტული მისწრაფებების წინააღმდეგ - სახელმწიფო აპარატის განმტკიცება, თემების დაყოფა და დაქუცმაცება, საკანონმდებლო კრებულის "ეკლოგას" გამოცემა (726), ქალაქების თვითმმართველობის შეზღუდვა. ლეონ III მიემხრო VIII-IX საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებული ფართო რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობას - ხატმებრძოლობას.
[რედაქტირება] მაკედონელთა დინასტიის ხანა (867-1057)
ბიზანტიაში ახალი დინასტიის გამეფებამდე ხატმებრძოლეობა თანდათან შესუსტდა, ჯერ კიდევ VIII საუკუნის ბოლოს დედოფალმა ირინემ სცადა ხატებისადმი თაყვანისმცემლობის აღდგენა, მაგრამ ეკლესიისადმი დამოკიდებულების პოლიტიკის რადიკალური შეცვლა მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა სამხედრო წოდება სავსებით დაკმაყოფილდა ეკლესიისაგან მიღებული მიწებით. 843 წელს დედოფალმა თეოდორამ, რომელიც თავისი მცირეწლოვანი შვილის მიხეილ III-ის (842–867) მართავდა იმპერიას, აღადგინა მართლმადიდებლობა და ხატებისადმი თაყვანისცემაც.
ბიზანტიის ეკლესიის პრივილეგიების აღდგენას მოჰყვა ეკლესიის მოწინაღმდეგე მიმდინარეობის – პავლიკიანელობის სრული განადგურება, მათი უმრავლესობა განადგურდა, ნაწილმა პარტიზანული ბრძლა დაიწყო, მათი აჯანყების მეთაური კარვეასი გახდა, რომელთანაც თავს იყრიდნენ გაქცეული პავლიკიანელები. . მოძრაობის ცენტრად ქ. თეფრიკი იქცა. პავლიკიანელტა ბრძოლა მაკედონელთა დინასტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე გაგრძელდა.
მაკედონელთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი ბასილი I (867–886) წარმოშობით მაკედონელი გლეხი იყო, რომელმაც ხელისუფლებისკენ გზათავუისი მფარველის მიხეილ III-ის მოკვლით გაიკაფა. მეფობა მან პავლიკიანელებთან ბრძოლით დაიწყო. ეს ბრძოლა დამთავრდა მხოლოდ 872 წელს მათი სასტიკი დასჯით.
ახალმა იმპერატორმა ისავრიელთა დინასტიის თითქმის ყველა რეფორმა გააუქმა და იუსტინიანეს კანონმდებლობა აღადგინა.
მმართველობაში უფრო რეაქციული ხაზის გამტარებელი ბასილის მემკვიდრე ლეონ VI ბრძენი (886–912) აღმოჩნდა. მან სახელმწიფოს ცენტრალიზების მიზნით , ქალაქების მმართველობა მოსპო, გაზარდა ბიუროკრატიული აპარატი.
ამ ხანებში თანდათან მუშავდებოდა სასახლის ცხოვრების რთული ცერემონიალი, რომელიც მხატვრულ ფორმებშია გადმოცემული იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (ძოწითშობილის) (913–959) ტრაქტატში – „ცერემონიების შესახებ“.
ფეოდალიზაციის პროცესი მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელთა დროს იმდენად სწრაფი ტემპებით წარიმართა, რომ მნიშვნელოვანი საშიშროება შეიქმნა არმიის რიგითი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებისა თავისუფალი გლეხების მასობრივად ყმებად გადაქცევის გამო. პირველი იმპერატორი, რომელმაც ამ საშიშროების მნიშვნელობა გაითვალისწინა, რომანოზ I იყო (919–944). მისი მეფობის დროს კლასობრივი ბრძოლები წარმოებდა. გლეხთა მძლავრი აჯანყება მოხდამცირე აზიაში დაახლოებით 932 წელს ვინმე ბასილის მეტსახელად, „სპილენძის ხელის“ ხელმძღვანელობით. 934 წელს სლავების აჯანყება დაიწყო პელოპონესში.
963 წელს ტახტზე ადის ნიკიფორე II ფოკა, რომელიც აგრესიული პოლიტიკით გამირჩეოდა გლეხების მიმართ. 967 წლის ერთ-ერთ კანონში იგი ამტკიცებდა, რომ მისი წინამორბედი იმერატორები გადამეტებულ ყურადღებას უთმობდნენ გლეხებს, რაც „უსამართლობას წარმოადგენდა“ მსხვილი მემამულეების მიმართ.
მომდევნო იმპერატორმა იოანე I ციმისხიმ (969–976) ხელი შეუწყო ეკლესიის გაძლიერებასდა მსხვილი მიწათმფლობელებისმიერ გლეხთა დაყმევებას. ყველა ძალის მობილიზაციის შემდეგ მან შეძლო ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავ I-ის განდევნა. 972 წელს ციმისხიმ ბიზანტიას დუნაისპირეთის ბულგარეთი შემოუერთა, ხოლო 974–975 წლებში უკან დაუბრუნა იმპერიას არაბების მიერ მიტაცებული სირია და მესოპოტამიის ერთი ნაწილი.
[რედაქტირება] მესამე პერიოდი
მესამე პერიოდი (1204-1453) ხასიათდება შემდგომი ფეოდალური დაქუცმაცებით, ცენტრალური ხელისუფლების დაცემით და უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლით. ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს თავიანთი ძალაუფლების გავრცელება ბალკანეთის მთელ ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაზე.
[რედაქტირება] კონსტანტინე დიდი
რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანების დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) სახელთან არის დაკავშირებული. ახალი სარწმუნოებით კონსტანტინე დიდი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებასა და განახლებას ცდილობდა. ქრისტიანობა, მისი აზრით, მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი - მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები მიანიჭა. მაშინ, როცა რომის იმპერია დაღუპვის პირას იყო, დაიწყო ეკლესიის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესი. ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო გვიანდელი რომის იმპერიისთვის, არამედ მთელი შუა საუკუნეებისთვის. კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის ის ქონება, რომელიც მათ დევნის დროს ჩამოართვეს.
[რედაქტირება] ნაწყვეტი მილანის ედიქტიდან
"თავისუფლება რელიგიაში არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით, ყველას გულსა და გონებას უნდა მიეცეს უფლება, იზრუნოს ღვთიურ საგნებზე თავისი ნების მიხედვით".
"გადავწყვიტეთ, რომ ქრისტიანებსა და სხვა ხალხებს ჩვენს იმპერიაში მივცეთ სრული თავისუფლება მისდიონ იმ სარწმუნოებას, რომელსაც თვითონ აირჩევენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება ქრისტიანი გახდეს, არც ერთი ღმერთის თაყვანისცემა და არც ერთი სარწმუნოება ჩვენგან შეზღუდული არ იქნება. ამდენად, ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დავადგინეთ: ვისაც ჩვენი ხაზინიდან ან სხვა ვინმესგან შეუძენია ადგილები, სადაც წინათ ქრისტიანები იკრიბებოდნენ, ის ადგილები უკან დაუბრუნდეს ქრისტიანებს უსასყიდლოდ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე".
[რედაქტირება] კონსტანტინოპოლი
რომის იმპერია, მიუხედავად სირთულეებისა, არსებობას განაგრძობდა, თუმცა სიმძიმის ცენტრმა იმპერიის უფრო მდიდარ აღმოსავლურ პროვინციებში გადაინაცვლა. კონსტანტინე დიდმა 330 წელს იმპერიის ახალი დედაქალაქი — კონსტანტინოპოლი ბოსფორის სრუტეს სანაპიროზე, კარგად დაცული ძველბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილას დააარსა (აქედან მოდის სახელმწიფო სახელწოდეაც, რომელიც რენესანსის მოღვაწეებმა ინპერიის დაცემაის შემდეგ შემოიღეს). ბიზანტიელები საკუთარ ქვეყანას რომის იმპერიას უწოდებდნენ, თავს რომაელებად, ღვთის რჩეულ ხალხად, ხოლო იმპერატორს სრულიად საქრისტიანოს მეთაურად თვლიდნენ.
კონსტანტინოპოლს როგორც წარმართული რომის საპირისპროდ დაარსებული ქრისტიანულ დედაქალაქს, განსაკუთებული მნიშვნელობა მიენიჭა. „ახალი რომი“ აღმოსავლურ და დასავლურ კულტურის ბუნებრივი დამაკავშირებელი იყო. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის თეოდიუსის I-ის (379-395) გარდაცვალების შემდეგ იმპერია საბოლოოდ გაიღო აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) და დასავლეთ რომის იმპერიად.
ბიზანტიამ შეინარჩუნა განვითარებული და მოქმედი სახელმწიფო, აგრეთვე ძლიერი არმია, გაუძლო ბარბაროსთა შემოტევას ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში. ბიზანტიამ ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებიდან უმრავი ფასეული რამ შეითვისა. ბიზანტიაში ერთმანეთს შეერწყა ქრისტიანობა, ელინური კულტურა, რომაული სახემწიფოებრიობა და ქვეყანა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულად განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოდ რჩებოდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
ქრისტიანული ეკლესიის იერარქიული წყობილების გართულებასთან ერთად წარმოიქმნა მთელი რიგი ავტოკეფალიური (დამოუკიდებელი) ეკლესიები, რომელთა სათავეში პატრიარქები იდგნენ. თავდაპირველად სამი ავტოკეფალიური ეკლესია იყო: რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის, შემდეგ დამოუკიდებელი სტატუსი მიიღო იერუსალიმის ეკლესიამ, ხოლო V საუკუნეში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმაც მოიპოვა პატრიარქის წოდება.
სულ მალე შესამჩნევი გახდა განსხვავება დასავლეთისა (ლათინური) და აღმოსავლეთის (ბერძნული) ელკესიებს შორის. აღმოსავლეთში დროთა განმავლობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოიპოვა კონტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელიც „მსოფლიო საეკლესიო პატრიარქად“ იწოდებოდა. ქრისტიანებზე გავლენისათვის კონსტანტინოპოლის პატრაირქსა და რომის პაპს შორის მუდმივი მეტოქეობა იყო. თუ დასავლეთში ეკლესია ცდილობდა საერო საერო ხელისუფლება უპირატესობის მოპოვებას, აღმოსავლეტში ეკლესია და სახელმწიფო ერთიანი, კარგად აწყობილი სახელისუფლებო მექანიზმი იყო.
ბიზანტიაში საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობის კონცეფციას დიარქიის იდეა დაედო საფუძვლად. ამ იდეის თანახმად, საერო ხელისუფლება განაგებდა ქვეშევრდომთა საერო, ხოლო სასულიერო ხელიწუფლება — სულიერ ცხოვრებას. დიარქიის იდეის მთავარი პრინციპი ფუნქციათა განაწილება და მოვალეობათა ერთიანობა იყო.
[რედაქტირება] მოსახლეობა
ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელი იყო (ბერძნები, სირიელები, კოპტები, სომხები, ებრაელები, მცირე აზიის ელინიზებული ტომები, თრაკიელები, ილირიელები, დაკები, გუთები, სლავები, არაბები, პაჭანიკები და სხვა), რაც გავლენას ახდენდა ბიზანტიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე. წამყვან როლს იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. სახელმწიფო ენა IV-VI საუკუნეებში ლათინური იყო, VII საუკუნიდან - ბერძნული.
[რედაქტირება] ბიზანტიის კულტურა
[რედაქტირება] ბიზანტიის იმპერატორების სია
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 136-168
- ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4