თეოფანე ბიზანტიონელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოფანე ბიზანტიონელიVI საუკუნის II ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსი. თეოფანე ბიზანტიონელის ბიოგრაფია უცნობია. მისი საისტორიო თხზულება მოიცავს 566-581 წლების ამბებს. თხზულების მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა ფოტიოსის „ბიბლიოთეკაში“. ფრაგმენტები შეეხება ბიზანტიის საგარეო პოლიტიკის ისტორიას, კერძოდ, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას. თეოფანე ბიზანტიონელის მონაცემები სანდო წყაროდაა მიჩნეული. ავტორს მოხსენიებული აქვს სომხებისა და იბერების აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ 572 წელს. იგი პირველი იხსენიებს თბილისს, როგორც იბერიის დედაქალაქს.

ლიტერატურა[რედაქტირება]