ნარსესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Narses.jpg

ნარსესი (დ. 478 - გ. 573, რომი) — ბიზანტიელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. წარმოშობით სომეხი, საჭურისი, იმპერატორ იუსტინიანე I-თან დაახლოებული პირი. 538 წელს იტალიაში ველისარიუსს ეხმარებოდა ოსტგუთების წინააღმდეგ ბრძოლაში. 539 წელს გაიხმეს იტალიიდან, 551 წელს კი კვლავ იტალიაში გაგზავნეს მხედართმთავრად. 552 წლის ზაფხულში აპენინებში დაამარცხა ოსტგუთების მეფე ტოტილა. დაიპყრო შუა იტალია, აიღო რომი. 552 წლის მიწურულს მდ. სარნუსთან გაანადგურა ოსტგუთები, 554 წელს მოიგერია ფრანკებისა და ალემანების შეტევა იტალიუაზე. 555 წელს დაინიშნა იტალიის მმართველად. ცდილობდა მონათმფლობელობისა და რომაული საგადასახადო სისტემის აღდგენას. იმპერატორ იუსტინიანე II-ის გამგებლობის დროს, 567 წელს, ინტრიგებით მიაღწიეს მის გადაყენებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]