კონსტანტინე VII

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე და დედამისი ზოია

კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (დ. 905, კონსტანტინოპოლი — გ. 9 ნოემბერი, 959, იქვე) — ბიზანტიის იმპერატორი 913-920 და 945-959 წლებში. მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელი. 920 წლამდე მისი რეგენტები მართავდნენ ქვეყანას, 920-945 წლებში თვითონ მართავდა მხოლოდ ნომინალურად. დამოუკიდებელი მმართველობის დროიდან კონსტანტინე VII არსებითად დედაქალაქის მსახურული არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა. ეომებოდა არაბებს. ბიზანტიის ჯარებმა მდინარე ევფრატამდე მიაღწიეს. მისი ინიციატივით და ზრუნვით გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური კრებულები. ავტორია რამდენიმე თხზულებისა, რომლებიც ბიზანტიის ისტორიის ძვირფასი წყაროა.

ლიტერატურა[რედაქტირება]