იოანე II (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
'იოანე II კომნენოსი'
Ίωάννης Β΄ Κομνηνός
John II Komnenos.jpg
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
კორონაცია: 1092, როგორც თანამმართველი
მმართ. დასაწყისი: 15 აგვისტო, 1118
მმართ. დასასრული: 8 აპრილი, 1143
წინამორბედი: ალექსი I კომნენოსი
მემკვიდრე: მანუელ I კომნენოსი
დაბ. თარიღი: 13 სექტემბერი, 1087
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 8 აპრილი, 1143 (55 წლის)
გარდ. ადგილი: კილიკია
მეუღლე: ირინა უნგრელი
შვილები: ალექსი კომნენოსი, მარია კომნენოსი, ანდრონიკე კომნენოსი, ისააკ კომნენოსი, მანუელ კომნენოსი, თეოდორა კომნენოსი, ევდოკია კომნენოსი
დინასტია: კომნენოსთა
მამა: ალექსი I კომნენოსი
დედა: ირინე დუკინა
სამხედრო კარიერა

იოანე II კომნენოსი (ბერძნ. Ίωάννης Β΄ Κομνηνός; დ. 13 სექტემბერი, 1087 — გ. 8 აპრილი, 1143) — ბიზანტიის იმპერატორი 1118-1143 წლებში. უწოდებდნენ კალოიოანეს (მშვენიერი, მოხდენილი იოანე). ალექსი კომნენოსის და მისი მეუღლის ირინა დუკინას უფროსი ვაჟი. კომნენოსთა რესტავრაციის პერიოდის მეორე იმპერატორი.

იოანე იყო ღვთისმოშიში და მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმ ზიანის აღმოფხვრას, რაც მის იმპერიას ნახევარი საუკუნის წინ მანასკერტის ბრძოლისას მიადგა. თავისი ოცდახუთწლიანი მმართველობის განმავლობაში მან კავშირი დაამყარა დასავლეთში საღვთო რომის იმპერიასთან, საბოლოოდ დაამარცხა პაჭანიკები ბალკანეთში და პირადად გაუძღვა მრავალ კამპანიას თურქების წინააღმდეგ მცირე აზიაში. იოანეს კამპანიებმა ფუნდამენტალურად შეცვალა ძალათა თანაფარდობა აღმოსავლეთში, თურქებს აიძულა გადასულიყვნენ თავდაცვაზე და ბიზანტიელებს დაუბრუნა მრავალი ქალაქი თუ ციხესიმაგრე ანატოლიის გარწვრივ, სანაპირო ზოლზე. სამხრეთ-აღმოსავლეთში მან ბიზანტიის კონტროლი განავრცო მდინარე მეანდრიდან დასავლეთში, ტარსუსამდე და კილიკიამდე აღმოსავლეთში. ქრისტიანული სამყაროს ლიდერად თავის წარმოჩენის მიზნით მარშით შევიდა წმინდა მიწაზე ბიზანტიელთა და ჯვაროსანთა ერთიანი ლაშქრით, მიუხედავად იმისა, რომ იგი მოითხოვდა მუსლიმი მტრების წინააღმდეგ კამპანიას, იოანეს იმედები გაუცრუვდა, როდესაც ჯვაროსნებმა მას უღალატეს საბედისწერო მომენტში.

იოანეს მმართველობის ხანაში იმპერიის მოსახლეობამ კვლავ იმატა და დაახლოებით 10 მილიონს მიაღწია. იოანე საყოველთაოდ იყო ცნობილი თავისი ზომიერი და სამართლიანი მმართველობით. იგი უაღრესად გამორჩეული მაგალითია მორალურად ამაღლებული მმართველისა იმ ხანაში, როდესაც სისასტიკე ნორმას წარმოადგენდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]