იოანე VIII (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე VIII პალეოლოგოსი
Ιωάννης Η' Παλαιολόγος
Palaio.jpg
იოანე VIII (ბენოცო გოცოლის ნახატი)
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 21 ივლისი, 1425
მმართ. დასასრული: 31 ოქტომბერი, 1448
წინამორბედი: მანუელ II
მემკვიდრე: კონსტანტინე XI
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 დეკემბერი, 1392
გარდ. თარიღი: 31 ოქტომბერი, 1448
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ანა მოსკოველი, სოფია მონფერატელი, მარია ტრაპიზონელი
დინასტია: პალეოლოგოსები
მამა: მანუელ II
დედა: ელენა დრაგაში

იოანე VIII პალეოლოგოსი (ბერძნ. Ιωάννης Η' Παλαιολόγος; 18 დეკემბერი, 139231 ოქტომბერი, 1448, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 1425-1448 წლებში.

იოანე იყო მანუელ II-ისა და ელენა დრაგაშის უფროსი შვილი. 1421 წლიდან მამამისის თანამმართველია, ავტოკრატის ტიტულით. იოანემ თავისი მმართველობის დროს 1428-1432 წწ. ბიზანტიის იმპერიას დაუქვემდებარა თითქმის მთელი მორეა. მხოლოდ 4 ქალაქი არგოსი, ნავპლიუსი, კორონი და მეტონი დარჩა ვენეციელთა ხელში. თუმცა მისთვის დიდებისა და პატივის მომტანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ძალისხმევას არ იშურებდა, რათა გაეერთიანებინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები. მან კარგად იცოდა, რომ კათოლიკეებთან უნიის გარეშე ბიზანტიის იმპერია ვერ მიიღებდა დახმარებას დასავლეთისაგან ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად.

1437 წელს, პატრიარქ იოსებ II-სთან და მართლმადიდებელ არქიეპისკოპოსების დასთან ერთად გაემგზავრა იტალიაში, სადაც დაჰყო ორ წელიწადზე მეტი, ჯერ ფერარაში, ხოლო შემდეგ დაესწრო მსოფლიო საეკლესიო კრებას ფლორენციაში. ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ორივე მხარე არაერთხელ შევიდა ჩიხში და მზად იყვნენ დასაშლელად, მაგრამ იმპერატორმა აუკრძალა მართლმადიდებებლ ეპისკოპოსებს დაეტოვებინათ ეკლესია კომპრომისის მიღწევამდე. საბოლოოდ მარტლმადიდებელი დელეგატები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ კათოლიკეებთან თითქმის ყველა პრინციპულ საკითხზე.

1439 წლის 5 ივლიის ხელი მოაწერეს უნიას, რომელიც მიუხედავად მისი არასრულყოფილი ხასიათისა, კათოლიკეების უდიდესი გამარჯვება იყო. აღნიშნული უნია არ სცნო რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ. თავად იმპერიაში უნიამ წარმოშვა განხეთქილება და შფოთი.

იმპერატორი იოანე VIII გარდაიცვალა 1448 წლის 31 ოქტომბერს, კონსტანტინოპოლში.

ოჯახი[რედაქტირება]

მიუხედავად სამი ქორწინებისა, იოანე VIII უშვილოდ გარდაიცვალა, სამეფო ტახტი გადავიდა მისი ძმის, ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის, კონსტანტინე XI დრაგაშის ხელში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Дашков С. Б., «Императоры Византии» М. 1997
  • Рыжов К. В., «Все монархи мира. Древняя Греция. Древний Рим. Византия» М. 2001
  • Большая Российская энциклопедия: В 30 т./ Председатель Науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред. С. Л. Кравец. Т.11. Излучение плазмы — Исламский фронт спасения. — М.:Большая Российская энциклопедия,2008. — С.510.ISBN 978-5-85270-342-2 (Т.11)