გუთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუთების გავრცელების არეალი (მიახლოებით)
   — გეოტლანდი (ისტორიული ტერიტორია),

გუთები (ლათ. Gothi, ძვ. ბერძნ. Γότθοι) — გერმანელი ხალხი II—IX საუკუნეები, VIII საუკუნემდე თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ევროპის ცხოვრებაში. ესენი იყვნენ სკანდინავიური წარმოშობის გერმანული ტომები, რომლებიც ლაპარაკობდნენ აღმოსავლეთგერმანულ გუთურ ენაზე (რომლებისთვისაც ეპისკოპოსმა ულფილამ IV საუკუნეში შეიმუშავა გუთური დამწერლობა). ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მათ შვედეთიდან შავი ზღვამდე და დუნაიმდე განვლეს გზა, და მიაღწიეს რომის იმპერიის ავანპოსტებს.

ადრეული ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სკანძა და ოიუმი.

გუთები ჩამოყალიბდნენ სკანდინავიაში, იყვნენ რაიონიდან რომელსაც იორდანი უწოდებს სკანძას. თუმცა საკითხი გუთებისა და პროტოშვედების ტომს გიოტების (შვედ. götar, göter) ნათესაობა სადავოა, ისტორიოგრაფიაში ტერმინ სკანძაში იგულისხმება თანამედროვე შვედეთის სამხრეთი და კუნძული გოტლანდია. მეფე ბერიგის დროს ისინი წავიდნენ ბალტიის ზღვის გავლით და დაიკავეს ვისლის ქვედა წელი (II საუკუნე) (იორდანი ამ ადგილს უწოდებს გოტისკანძას).

გუთების კონტინენტურ ევროპაში გადასვლის მომენტიდან ისტორიკოსები იწყებენ ხალხთა დიდი გადასახლების ათვლას. გუთების მიერ თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიიდან გამოძევებულმა ვანდალებმა და რუგებმა დაიწყეს გადაადგილება სამხრეთისაკენ, რითაც აიძულებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას დაძრულიყვნენ ხმელთაშუა ზღვისაკენ. აქედან მოდის - ვარვარების პირველი ზეწოლა რომის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებზე, რომელიც მან იგრძნო მარკუს ავრელიუსის დროს.

გუთების მეხუთე მეფემ (ბერიგის შემდეგ) ფილიმერმა ისინი მოიყვანა დნეპრისპირეთში, სადაც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე გაჩნდა გუთების სახელმწიფო ოიუმი. აქამდე დნეპრისპირეთი ეჭირათ სპალის ტომებს, რომელთა სახელიც შემორჩა სლავურ სიტყვაში «исполин» - გიგანტი. არქეოლოგიურად გუთების ყოფნას დნეპრისპირეთში შეესაბამება ჩერნიახოვის კულტურა, ხოლო მათი ისტორიის უფრო ადრეულ პერიოდს - ველბარის კულტურა.

წერილობითი წყაროები ოიუმის შესახებ გვიანდელი და არასაიმედოა — იორდანის «გეთიკა» და სკანდინავური საგები (პირველ რიგში, «საგა ჰერვარარის შესახებ»), რომელიც მოგვითხრობს გუთების ჰუნებთან ბრძოლის შესახებ. ერთიანი გუთების სახელმწიფოს დედაქალაქად სკანდინარიულ ფოლკლორში ითვლება ქალაქი დნეპრზე — სიტყვასიტყვით დანპარსტადი. ხარვიორის საგაში დედაქალაქად დასახელებულია «მდინარის სახლი» — არჰეიმარი.

მიახლოებით 230 წელს გუთები ჩამოვიდნენ შავიზღვისპირეთში. როდესაც გუთებს პირველად რომაელები შეეჯახნენ, გოთები ორ შტოდ გაიყვნენ — აღმოსავლეთ (ოსტგუთები) და დასავლეთ (ვესტგუთები). გუთების ტომების რიცხვს მიეკუთვნებიან ასევე სკირები, ტაიფალები და ყირიმელი გუთები, რომელთაგან შემდეგ გამოეყვნენ გუთები-ტრაპეზიტი ტამანზე.

გუთების ომები[რედაქტირება]

ვესტგუთების გულსაბნევი

ოსტგუთები, ვესტგუთები, ყირიმელი გუთები[რედაქტირება]

დამწერლობა[რედაქტირება]

თეოდორიხის მავზოლეუმი (520) — ერთადერთი შემორჩენილი გუთური არქიტექტურული ძეგლი.

გუთებმა გერმანულ ტომებს შორის პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა (არიოსიზმული მოდელი). გუთური ბიბლია — არის პირველი ლიტერატურული ძეგლი გერმანულ ენაზე; ერთდროულად ეს არის პირველი თარგმნილი გერმანული დამწერლობის ძეგლი. დღეს მხოლოდ ცნობილია ამ თარგმანის მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი. მიუხედავად ამისა, ფილოლოგიის თვალსაზრისით (როგორც ლიტერატურათმცოდნეობა, ასევე შედარებით-ისტორიული ენათმცოდნეობა) ის არის უნიკალურია და ფასდაუდებელი. ეს თარგმანი გაკეთებულია IV საუკუნეში ახ. წ.ა. არიოსიზმელი ეპისკოპოსის ულფილას მიერ.

მეხსიერება გუთებზე[რედაქტირება]

რენესანსის დროს გუთები განიხილებოდნენ როგორც ჰუმანისტები, ბარბაროსული საწყისების მატარებლები, როგორც ანტიკური ცივილიზაციის გამნადგურებლები. "შუა საუკუნეების" ტერმინის დამკვიდრებამდე ყველაფერი გერმანულ-ბარბაროსული ევროპულ კულტურაში აღინიშნებოდა ეპითეტით «გოთიკური». აქედან მოდის ტერმინები გოთიკა და გოთიკური შრიფტი, თუმცა შესაბამის მოვლენებს გუთებთან პირდაპირი კავშირი არა აქვთ.

გუთების აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნისას მათ მეზობლებმა სლავებმა გუთური ენიდან გადაიტანეს ბევრი სიტყვა — «хлеб» პური, «котёл» ქვაბი, «блюдо» კერძი,თეფში, «купить» ყიდვა, «художество» მხატვრობა, «верблюд» აქლემი და სხვა (დაწვრილებით იხილეთ ფასმერის ლექსიკონი). გუთების მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ შვედეთის მეფეები («სვევების, გუთებისა და ვანდალების მეფეები»), ვესტგუთების შთამომავლებად ასევე თვლიდნენ თავს ესპანელი თავად-აზნაურობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ხ. ვოლფრამი, გუთები. მ., იუვენტა, 2003.
  • ჟაკ ლე გოფი შუა საუკუნეების დასავლეთის ცივილიზაცია. მ., «პროგრესი», 1992.
  • ა. ზამორიახინი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის გუთები // ისედონი: ძველი ისტორიისა და კულტურის ალმანახი. ეკატერინბურგი: ურალის სახ. უნივერსიტეტი, 2003. ტ. II. ფ. 171—183. ISSN 1683-7037