მურად I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურად I

მურად I ხუდავენკიარი (ღვთის სადარი) (ოსმ. مراد اول - Murâd-ı evvel, თურქ. Birinci Murat; 1326 - 1389) — თურქეთის სულთანი ოსმანთა დინასტიიდან, მეფობდა 1359-1389 წლებში.

ორჰანის მეორე ვაჟი ბიზანტიის დედოფლისგან. 1362 წელს დაიპყო მთელი თრაკია, 1365 წელს სახელმწიფოს დედაქალაქად ადრიანოპოლისი გახადა და დააარსა იანიჩართა კორპუსი. სერბები, ვალახები და ბულგარები საკუთარი ნებით გახდნენ მისი ვასალები. 1383 წელს მიიღო სულთანის ტიტული. ალე-ბეგ კონიელზე 1386 წელს გამარჯვებით მისი მმართველობის ქვეშ მოექცა მთელი მცირე აზია. კოსოვოს ველზე დაამარცხა სერბების, ალბანელებისა და ვალახების გაერთიანებული არმია, თუმცა დაიღუპა მილოშ ობილიჩის ხელით, რომელიც მალულად შეიპარა მის კარავში. გარდაცვალების შემდეგ ის შეცვალა მისმა ვაჟმა ბაიეზიდმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Harris, Jonathan, The End of Byzantium. New Haven and London: Yale University Press, 2010. ISBN 978-0-300-11786-8
  • Imber, Colin, The Ottoman Empire. London: Palgrave/Macmillan, 2002. ISBN 0-333-61387-2
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მურად_I&oldid=2592906“-დან