იულიანე განდგომილი
ფლავიუს კლავდიუს იულიანე განდგომილი (დ. 331 - გ. 26 ივნისი 363) — რომის იმპერატორი 361-363 წლებში. იგი განუდგა ქრისტიანობას და სცადა რომაული ტრადიციული რელიგიის აღორძინება, რის გამოც „განდგომილად“ იყო წოდებული. თავდაპირველად იულიანე დასახელებული იყო „კეისრად“ თავისი ბიძაშვილის – კონსტანციუს II-ის მიერ. იგი მართავდა დასავლეთ მიწებს. აღადგინა საზღვარი რეინზე. არმიის მიერ იულიანე დასახელებული იქნა „ავგუსტუსად“ – უფროს იმპერატორად. კონსტანციუს II-მ მხოლოდ 361 წელს, სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულმა აღიარა იულიანე თავის მემკვიდრედ. იულიანემ გამოაცხადა რწმენის თავისუფლება, რითაც იგი ფაქტობრივად განუდგა ქრისტიანობას და წარმართობას, კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. აქედან მოდის მისი მეტსახელიც – „განდგომილი“. თუმცა მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა – „ფილოსოფოსი“. იულიანეს სურდა რომის იმპერიის პოზიციების განმტკიცება აღმოსავლეთში. ამიტომ მან სამხედრო კამპანია წამოიწყო სპარსეთის წინააღმდეგ. ეს ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა, იმპერატორი იულიანე მოკლული იქნა უკანდახევის დროს ქალაქ ბაღდადთან ახლოს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Laws of Julian. Two laws by Constantius II, while Julian was Caesar.
- Imperial Laws and Letters Involving Religion, some of which are by Julian relating to Christianity.
- A 4th century chalcedony portrait of Julian, Saint Petersburg, The State Hermitage Museum.
- Julian's Spin Doctor: The Persian Mutiny, Article by Adam J. Bravo.
- Rowland Smith's "Julian's Gods", Review by Thomas Banchich.
- Excerpt from by Adrian Murdoch, The Last Pagan at the California Literary Review.
- The Julian Society. A society of pagans that admires Julian.