ედირნე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ედირნე
Edirne
Edirne 7333 Nevit.JPG
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°40′41″ ჩ. გ. 26°34′34″ ა. გ. / 41.67806° ჩ. გ. 26.57611° ა. გ. / 41.67806; 26.57611
ქალაქის მერი ჰამდი სედეფჯი
მოსახლეობა 128,400 კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 284
საფოსტო ინდექსი 22 000
ოფიციალური საიტი http://www.edirne.gov.tr

ედირნე მდებარეობა თურქეთი

Red pog.svg

ედირნე (ასევე ადრიანოპოლი, ბერძნ. Αδριανούπολις; ბულგ. Одрин) — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ედირნეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ევროპულ ნაწილში, მდინარე მარიცაზე საბერძნეთის საზღვართან. მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელს 128,400 კაცი.

ეროვნული შემადგენლობა[რედაქტირება]

ბიზანტიის იმპერიის ხანაში ქალაქში იყო შერეული, ძირითადად, ბერძნულ–ბულგარული მოსახლეობა. იყვნენ ასევე სომხები. ოსმანთა ხანგრძლივი ბატონობის მიუხედავად, თურქები და ზოგადად მუსლიმები არასდროს შეადგენდნენ ქალაქის უმრავლესობას. ასევე უმრავლესობას არ შეადგენდა არც ერთი ეთნოლინგვისტური ჯგუფი, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ბერძნული მოსახლეობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში 27,5 %–ს შეადგენდნენ.

1905 წლის მონაცემებით 80 ათასიანი ქალაქის ეთნორელიგიური სურათი ასე გამოიყურებოდა:

  • 36 ათასი ქრისტიანი (45 %), მათ შორის:
    • 22 ათასი ბერძენი
    • 10 ათასი ბულგარელი
    • 4 ათასი სომეხი
  • 30 მუსულმანი (37.5 %), მათ შორის
    • 10 ათასი თურქი
    • 20 ათასი ალბანელები, მუსლიმი ბოშები, პომაკები, ჩერქეზები, თათრები და სხვა მუჰაჯირები
  • 12 ათასი იუდეველი (15 %) (ძირითადად ლადინოზე მოლაპარაკე)
    • 2 ათასი სხვა

ქრისტიანთა და ებრაელთა ძირითადმა ნაწილმა ქალაქი დატოვა 1923 წელს. დღეს ქალაქში ცხოვრობენ თურქები (95 %) და მუსლიმი ბოშები

ცნობილი პიროვნებები[რედაქტირება]

ედირნეში დაიბადნენ[რედაქტირება]

ედირნეში გარდაიცვალნენ[რედაქტირება]

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]