5 ივნისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივნისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 2013 | ||||||
5 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 156-ე დღე (ნაკიან წლებში – 157-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 209 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 70 : ტიტუსმა და მისმა ლეგიონერებმა იერუსალიმის შუა კედელი გაარღვიეს.
- 1832 : პარიზის სტუდენტების აჯანყება დაიწყო.
- 1837 : ტეხასის რესპუბლიკაში ქალაქი ჰიუსტონი დაარსდა.
- 1849 : დანია კონსტიტუციური მონარქია გახდა.
- 1900 : ბოერთა მეორე ომი: ბრიტანეთმა პრეტორია აიღო.
- 1915 : დანიაში ქალებს ხმის უფლება მისცეს.
- 1944 : მმო - ისტორიაში უდიდესო ორი მოიერიშე ფლოტილია კვეთს მსოფლიოს ორ მოპირდაპირე მხარეს. ხომალდების უმრავლესობა აშშ-ს ეკუთვნოდა.
- 1944 : მმო - ათასზე მეტმა ბრიტანულმა ბომბდამშენმა გერმანულ ყუმბართმშენებს 5000 ტონიანი ბომბები დაუშინა ნორმანდიის სანაპიროსთან.
- 1945 : მოკავშირეთა კონტროლის საბჭო ფორმალურად ხდება გერმანიის სამხედრო ოკუპაციის მმართველობითი ორგანო.
- 1947 : მარშალის გეგმა: ჰარვარდის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი მოუწოდებს მთავრობას ომით დანგრეული ევროპისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევას.
- 1959 : სინგაპურის სახელმწიფოს პირველი მთავრობის ინაუგურაცია მოხდა.
- 1967 : ექვსდღიანი ომი დაწყო: ისრაელის საჰაერო ძალები ერთბაშად იერიშს იღებს ეგვიპტის, იორდანიისა და სირიის საჰაერო ძალებზე.
- 1968 : ლოს-ანჟელესში ესროლეს პრეზიდენტობის კანდიდატ რობერტ კენედის, რომელიც მომდევნო დღეს გარდაიცვალა.
- 1969 : საერთაშორისო კომუნისტური კონფერენცია ჩატარდა მოსკოვში.
- 1975 : სუეცის არხი გაიხსნა პირველად ექვსდღიანი ომის შემდეგ.
- 1975 : დიდ ბრიტანეთში პირველად (დღემდე ერთადერთხელ) ჩატარდა რეფერენდუმი ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში დარჩენის თაობაზე.
- 1977 : სეიშელზე მთავრობის გადატრიალება მოხდა.
- 1977 : Apple II - პირველი პრაქტიკული პერსონალური კომპიუტერი გამოვიდა გაყიდვაში.
- 2000 : მიწისძვრამ კუნძულ სუმატრაზე 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
- 2002 : მოზილა 1.0, პირველი ოფიციალური ვერსია, გამოვიდა.
- 2006 : სერბეთი დამოუკიდებლობას აცხადებს სერბეთ-მონტენეგროს კავშირიდან.
- 2012 : XXI საუკუნეში უკანასკნელად განხორციელდა პლანეტა ვენერას ტრანზიტი.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- 1723 : სმითი, ადამ – შოტლანდელი ეკონომისტი (გ.1790)
- 1883 : კეინსი, ჯონ მეინარდ – ინგლისელი ეკონომისტი (გ.1946)
- 1898 : გარსია ლორკა, ფედერიკო - გამოჩენილი ესპანელი პოეტი და დრამატურგი.
- 1941 : არგერიჩი, მართა – არგენტინელი პიანისტი
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 1017 : სანჯო – იაპონიის 67-ე იმპერატორი (დ.976)
- 1316 : ლუი X – საფრანგეთის მეფე (დ.1289)
- 1906 : ჰარტმანი, ედუარდ - გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი
- 1910 : ჰენრი, ო. – ამერიკელი მწერალი (დ.1862)
- 1975 : ასტვაცატუროვი, არკადი - საბჭოთა ეპოქის მეცნიერი
- 2004 : რეიგანი, რონალდ – აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი (დ.1911)
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- გარემოს საერთაშორისო დღე
- დანია : კონსტიტუციის დღე
- სეიშელი : განთავისუფლების დღე
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |