თემურლენგი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურლენგის ბიუსტი

თემურლენგი (ევროპულად, ტამერლანი) (დ. 1336, ხოჯა-ილგარი ― გ. 18 თებერვალი,1405, ოთრარი), შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 ფეხში დაიჭრა და ამის გამო "თემურლენგი" (ტაჯიკურად "კოჭლი თემური") შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება მოგოლისტანის ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. 1370 თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. 1388 აიღო ხვარაზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი.

თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.

თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.

თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, მეორე მხრივ კი, დაპყრობითი ომებისაკენ. 1398 იგი შეიჭრა ინდოეთში და დაიპყრო დელი. 1400 დაიწყო ომი ოსმალეთთან. 1402 ანკარასთან დაამარცხა სულთანი ბაიაზიდ I. 1404 ილაშქრა ჩინეთში, მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. ამ დროს მის სახელმწიფოში მავერანაჰრის, ხვარაზმისა და ხორასნის გარდა შედიოდა ირანი, პენჯაბი და ამიერკავკასია.

თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. 1386-1403 თემურლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.

1394 წელს თემურლენგი არაგვში შევიდა, სიმაგრეები მოაოხრა და გადაწვა ყველაფერი,თუმცა მან ვერ მოახერხა ტყვეების წაყვანა, ამიტომ ხელცარიელი გაბრუნდა უკან. მაგრამ 1399 წლის შემოდგომაზე ისევ დაბრუნადა და ზაფხულამდე საქართველოში დარჩა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 651, თბ., 1979

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე