საქართველოს სამეფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს სამეფო

Flag of None.svg

 
Flag of None.svg
 
Flag of None.svg






978 — 1466 Coat of arms of Kartli Georgia1.png
 
Kakheti COA.JPG
 
Imeretiflag.jpg
 
Flag of None.svg





Kartli - drosha jvari.svg
დროშა
Geor tamro aandersen.png
დედაქალაქი თბილისი, ქუთაისი
ენა ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
მმართველობის ფორმა მონარქია
საქართველოს შავიზღვისპირეთი და თბილისი, ფრაგმენტი ანჯელინო დულჩერტის პორტოლანიდან, 1339
ფრაგმენტი ნიკოლა დე ფერის რუკიდან, 1705

ერთიანი საქართველო — ფეოდალური სახელმწიფო საქართველოში. საფუძველი ჩაეყარა 975 წელს, როდესაც ტაო-კლარჯეთის მეფემ დავით III კურაპალატმა ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი ბაგრატ III (ძე გურგენ II-ისა), 978 წელს კი “აფხაზთა მეფედაც” აკურთხა. 1001 წელს ბაგრატ შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი, ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელო ტაო. ასე გაერთიანდა საქართველო, ხოლო ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. ამ პერიოდში საქართველოს სამეფოში შედიოდა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გარდა კახეთ-ჰერეთისა. თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რჩებოდა არაბი ამირების ხელში. სამეფოს დედაქალაქი უფლისციხე იყო, ხოლო 1046 წლიდან - თბილისი. სამეფოს მართავდნენ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. საქართველოს გაერთიანების პროცესი, რომელიც VIII საუკუნიდან დაიწყო, დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, 1122 წელს - თბილისი. XII საუკუნეში საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელ კავკასიას მოიცავდა.

1225 წლიდან საქართველოს ჯერ ჯალალ-ედ-დინი შემოესია, შემდეგ მონღოლები. 1242 წლიდან საქართველო მონღოლთა ვასალი გახდა, რომლებმაც 1247 წელს აქ ერთდროულად ორი მეფე დასვეს: დავით VI ნარინი (რუსუდანის ძე) და დავით VII ულუ (ლაშა-გიორგის ძე). 1258 წელს მათ საქართველოზე ორად გაიყვეს: აღმოსავლეთად და დასავლეთად. 1329 წელს გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო და მონღოლები განდევნა. XV საუკუნის შუა წლებში თემურლენგისა და “შავბატკნიანთა” შემოსევების შედეგად საქართველო დასუსტდა და დაიშალა სამეფო-სამთავროებად: მას ჯერ სამცხის სამთავრო გამოეყო, შემდეგ იმერეთის სამეფო, ბოლოს კახეთის სამეფო. 1491 წელს ქართველმა მეფე-მთავრებმა სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა და საზღვრებიც დაადგინეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]