მიდია
|
მიდიის სამეფო |
||||
|
||||
|---|---|---|---|---|
მიდიის სამეფოს რუკა |
||||
| დედაქალაქი | ექბატანა | |||
| ენა | მიდიური არამეული |
|||
| მართველობის ფორმა | აბსოლუტური მონარქია | |||
| მეფე | ||||
| - ძვ. წ. 625-ძვ. წ. 585 (პირველი) | კიაქსარი | |||
| - ძვ. წ. 589-ძვ. წ. 549 (ბოლო) | ასტიაგე | |||
მიდია (ძვ.-ბერძნ. Μῆδοι, ძვ. სპარს. ماد Mādai) - ძველი სახელმწიფო და ძველი ეთნოგრაფიული მხარე ირანის დასავლეთით - მდინარე არაქსიდან ფარსის საზღვრებამდე, სამხრეთით ზაგროსის მთიანეთიდან დასავლეთით დეშთე-ქევირის უდაბნომდე. მიდიის სახელმწიფო ძვ. წ. აღ. 670-დან ძვ. წ, აღ. 550 წლამდე, ამხნის განმავლობაში კი სახელმწიფოს საზღვრები ეთნიკურ საზღვრებს ბევრად გასცილდა.
მიდიელთა ირანულენოვანი ტომები ისტორიისთვის უკვე ძვ. წ. აღ-ით IX საუკუნიდან არიან ცნობილნი, როდესაც ისინი შუა აზიიდან (სხვა ვერსიით, კასპიისპირა ჩრდილოეთ კავკასიიდან) ირანში გადასახლდნენ. მომდევნო საუკუნეებში მიდიელებმა არაირანულენოვან ტომებთან - კუტიებთან, ლულუბეებთან და კასიტებთან მოახდინეს ასიმილირება. ეს ტომები ირანის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ. ქრისტეშობამდე IX—VIII საუკუნეების მიჯნაზე მიდია ასურელებმა დაიპყრეს, თუმცა, დაახლოებით 673 წლისთვის მიდიელები, კაშთარითის მეთურობით, აჯანყდნენ და თავი გაითავისუფლეს ასურელთა უღლისგან.
დიდ დროს არ გაევლო, რომ მიდიას სათავეში მოსამართლე დაიუკუ ჩაუდგა და ადგილობრივი დინასტია დააარსა. მისმა ვაჟმა ფრავარტიშმა სპარსეთის დაპყრობა მოახერხა, მისმა შვილიშვილმა უვახშატრმა კი (ბერძნულად კიაქსარმა) ბაბილონელებთან ერთად ასურელთა სახელმწიფოს დიდი ნაწილი წაართვა, ამდენად, მიდიელთა საზღვრებში მესოპოტამიის ჩრდილოეთი ნაწილი მოექცა. ამის შემდგომ უვახშატრი იპყრობს ურარტუს და თავს ესხმის კოლხეთსა და დიაუხს. წარმატებით გახორციელებული ლაშქრობების შემდეგ მიდიამ და ლიდიამ ანატოლია მდინარე ჰალისზე გაიყვეს. ამგვარად, უვახშატრის მეფობის ჟამს მიდიელები ძლევამოსილების მწვერვალზე მოექცნენ, ეპყრათ რა, თანამედროვე ირანი, სომხეთის მთიანეთი, ჩრდილოეთი მესოპოტამია და მცირე აზიის აღმოსავლეთ პროვინციები - კოლხეთისა და დიაუხის საზღვრებამდე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მსოფლიო ისტორია 10 ტომად., ტომები.1,2, მ., 1956.
- ჰეროდოტე. ისტორია 9 წიგნად. მ.. 1972.
- დიაკონოვი ი. მ. მიდიის ისტორია. М.-Л., 1956.
- სტრაბონი. გეოგრაფია 17 წიგნად. მ., 1994.

