ჩინეთის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინეთის ისტორიული რუკა, 1402
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჯოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჯოუ
 აღმოსავლეთი ჯოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამთავროების პერიოდი
იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთის ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთის ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჯოუ 690–705)
5 მონარქია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ცინ შიხუანდი-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ.წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.


სიას დინასტია[რედაქტირება]

სია

პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო სიას დინასტია (ჩინ. 夏朝). ამ დინასტიის დაახლოებითი არსებობა თარიღდება ძვ.წ. 2200-ძვ.წ. 1750 წლებით. დღევანდელ დღემდე, უმეტესობა ისტორიკოსებისა თვლიდნენ, რომ ამ დინასტიის არსებობა, საერთოდ მითია, მაგრამ არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ესეც ეჭვქვეშ დააყენა. ამ დინასტიის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას კიდევ ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა და გათხრა ესაჭიროება.

შანის დინასტია[რედაქტირება]

შანი

მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყო შანის დინასტია (ჩინ. 商朝), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1750-ძვ.წ. 1040 წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.

  • ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია.
  • ამ დინასტიის ნეშთები, გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილი ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია ღორის ტყავზე.
  • ეს დინასტია იყო ალბათ ყველაზე სისხლს-მოწყურებული იმ დროისთვის და საერთოდ შუასაუკუნეებამდელ პერიოდში. მათ აშკარად უყვარდათ ადამიანების მსხვერპლშეწირვა. თუ მეფე მოკვდებოდა, მაშინ ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს, ჯერ თავს აჭრიდნენ და მერე ყრიდნენ სამარხში, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. ისინი აგრეთვე მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს სხვადასხვა რიტუალურ და ცერემონიულ შემთხვევებზე.

ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.

ჯოუს დინასტია[რედაქტირება]

დასავლური ჯოუს დინასტია (ძვ.წ. 1100 - ძვ.წ. 771)[რედაქტირება]

ჯოუ

შანის დინასტიის გადაგვარების შემდეგ, ჩინეთის მმართველობაში, მოვიდა ჟოუს დინასტია (ჩინ. 周朝), რომელმაც იარსება ძვ.წ. 1100-ძვ.წ. 256 წლებში. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლური (ძვ.წ. 1100-ძვ.წ. 771) და აღმოსავლური (ძვ.წ. 771-ძვ.წ. 256) ჯოუს დინასტია. უმეტესობა ისტორიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯოუს დინასტია უფრო „ჩინური“ იყო, ვიდრე შანის. თუნდაც იმიტომ, რომ ჯოუს დინასტიაში მეფის (მმართველის) ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ნაკლებად ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე. მაგრამ შანის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. თუმცა საუკუნეები დასჭირდა, სანამ დასავლეთმა ისწავლა ბრინჯაოს ხმარება ისევე, როგორც ჯოუმ. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ სიას, შანის და ჯოუს დინასტიები იყო სამი სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ პერიოდში აღმოცენდა ყვითელი მდინარის ველზე. ისტორიული ჩანაწერები კი ამას ასაბუთებს იმით, რომ სიას დინასტია დაიპყრო შანმა, შემდეგ კი ჯოუმ იმარჯვა ამ უკანასკნელზე.

სინამდვილეში ჯოუ არ მართავდა მთელ იმ ტერიტორიას, რაც მაშინ იყო ჩინეთი. იმ დროს ჩინეთი შედგებოდა ასე თუ ისე დამოუკიდებელი სამთავროებისგან. ჯოუს დინასტია კი ყველაზე ძლიერი სამთავროს მართავდა. ეს სამთავრო განლაგებული იყო ჩინეთის სამთავროების ცენტრში და ანვითარებდა და აღმავლობის გზაზე აყენებდა იამს, რასაც ჩინელები ეძახიან თავიანთ ქვეყანას — შუა სამეფოს. ჯოუს დინასტიამ შესძლო სიმშვიდის შენარჩუნება რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში, მაგრამ ძვ.წ. 771 წელს, დასავლეთიდან მოსულმა ბარბაროსებმა დაანგრიეს დასავლეთ ჯოუს სამთავრო დინასტია. ამ მარცხის შემდეგ, ჯოუს დინასტიამ გადაინაცვლა აღმოსავლეთით, სწორედ ეს გახდა ამ დინასტიის მმართველობის პერიოდის ორ ნაწილად გაყოფის მიზეზი.

აღმოსავლური ჯოუს დინასტია (ძვ.წ. 771 - ძვ.წ. 256)[რედაქტირება]

აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის) დაოსიზმი (ტაოიზმი), კონფუციანიზმი და ლეგალიზმი.

  • დაოიზმი არის აგებული დაოს შესწავლაზე, დაო ნიშნავს გზას. დაოიზმის უძველესი წიგნია „დაო დე ჯინგი“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერა ლაო-ძიმ. თუმცა დანამდვილებით არ არის ცნობილი ნამდვილად ლაო-ძი ერქვა მას თუ არა, საერთოდ თუ არსებობდა ლაო-ძი და არის თუ არა ეს წიგნი ერთი ავტორის მიერ დაწერილი. დაოისტებს უყვარდათ ამდაგვარი ფიქრები და პარადოქსული მსჯელობები. მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. დაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ) ბუდიზმის განვითარებაზე.
  • კონფუცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ მორალიანი კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.
  • ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის, ხუნ-ძის სწავლებებისგან. ზუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ თავის თავზე იფიქრებს, მაშასადამე იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახალი გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს. კონფუციანიზმი ეყრდნობოდა ღირსებას და ქველობას, ხოლო ლეგალიზმი იყენბდა რკინის მუშტს. ლეგალიზმი იცავდა იმ ტექნიკებს და ხერხებს, რომლებიც გულისხმობდნენ წიგნების დაწვას და განადგურებას, მეზობლებს შორის დასმენის ინსტიტუტს, საიდუმლო პოლიციას, მოკლედ დაახლოებით ისეთი სტილის ინსტიტუციებს, რომლებას მომავალში, ახლო ისტორიაში, გამოიყენეს ჰიტლერმა, სტალინმა, მაომ და სხვა დიქტატორებმა.

ცინ შიხუანდი და ცინის დინასტია[რედაქტირება]

ცინი

ძვ.წ. 221 წელს, ჩინეთის პირველმა იმპერატორმა (მანამდე ყველა წინამდებარე დინასტიის მეთაურები საკუთარ თავს მეფეებს ეძახდნენ) ცინ შიხუანდიმ მთლიანად დაიპყრო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში დაშლილი ჩინეთი. მისი მოგება განაპირობა ორმა მიზეზმა:

  • ის იყო თავგანწირული ლეგალისტი (იმ დონეზე თავგანწირული და ფანატიკური, რომ რაც ქვეყანაში წიგნი იყო, რაც მან იპოვა, ყველა დაწვა და გაანადგურა); ხოცავდა თავის გენერლებს და სამხედროებს იმის გამო, რომ მათ დააგვიანეს შეხვედრაზე (თუმცა ამან მომავალში მისი დამარცხება გამოიწვია).
  • ცინის სახელმწიფოს, დინასტიას, ჰქონდა ძალიან ბევრი რკინა, ამის გამო, რკინის ხანის პერიოდში, მათ ბევრად უფრო მეტი რკინის იარაღი ჰქონდათ ვიდრე სხვა სამთავროების არმიაებს.

ცინის დინასტიის (ჩინ. 秦) დროს დაიწყო ჩინეთის დიდი კედელის მშენებლობა. ფაქტობრივად ჩინეთის კედელს აშენებდა 5 დინასტია დაახლოებით 1800 წლის განმავლობაში. დაიწყო ცინის დინასტიამ და დაამთავრა მინის დინასტიამ ჩვენი წელთაღრიცხვით 1620 წელს.

ძვ.წ. 210 წელს ცინ შიჰუანდი გარდაიცვალა. რასაც მალევე მოყვა დინასტიის დაშლა საკმაოდ კურიოზული მიზეზით. რევოლუცია დაიწყო ერთმა უბრალო ჯარისკაცმა, რომელსაც ქინის ბრძანებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მიზეზი ამისა გახდა ის, რომ ამ ჯარისკაცს დააგვიანდა ახალწვეულების მიყვანა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო და გზები ძალიან ატალახიანდა. ამ ჯარისკაცმა დაითანხმა ყველა ის ადამიანი ვისაც მასთან ერთად მიუსაჯეს სიკვდილი, რომ დაეწყოთ გადატრიალება. ისინი საბოლოოდ დაიჭირეს და სათანადოდ დასაჯეს (მოკლეს), თუმცა მათმა წამოწყებულმა რევოლუციამ შედეგი გამოიღო. ცინის დინასტია დაიშალა და გზა გაეხსნა ახალ, ჰანის დინასტიას. კუნგ–ჰუ იყო ამ დინასტიების დამცველი ფილოსოფია.