ატილა
| ატილა | |
| ლათ. Attila ბერძნ. Ἀττήλας |
|
| ჰუნების ბელადი | |
| მმართ. დასაწყისი: | 434 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 453 |
| წინამორბედი: | რუგილა |
| მემკვიდრე: | ვაჟები |
| დაბ. თარიღი: | თარიღი უცნობია |
| გარდ. თარიღი: | 453 |
| გარდ. ადგილი: | პანონია |
| მეუღლე: | ილდიკო, კრეკა და სხვა |
| შვილები: | ერნაკი, დენგიზიქი და სხვები |
| მამა: | მუნძუკი |
ატილა (ლათ. Attila, ბერძნ. Ἀττήλας, გ. 453) — ჰუნების ბელადი 434 წლიდან 453 წლამდე, რომელმაც, თავისი მმართველობის ქვეშ, რეინიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირომდე ბარბაროსული ტომები გააერთიანა.
ატილას სიკვდილიდან ერთი საუკუნის შემდეგ გოთი ისტორიკოსი იორდანი ასე აღწერდა ჰუნების ბელადს:
|
„მეუფეი ყველა ჰუნისა და მმართველი, ერთადერთი მსფლიოსა ზედა, თითქმის მთელი სკვითიის ტომთა გამაერთიანებელი, ღირსი გაოცებისა ბარბაროსთა შორის სახელის გათქმისათვის.[1]“
|
ჰუნთა მმართველის სახელი ფიგურირებს გერმანულ ხალხურ ეპოსში, საიდანაც ის სკანდინავიურ საგებში გადავიდა. ხალხთა დიდი გადასახლებისას შეთხზულ გერმანელთა ადრეულ თქმულებებში ატილა გერმანელ მეფეთაგან უდიდესად ითვლება .[2]
ატილას დაბადების წელი და ადგილი დღემდე უცნობია. მისი ასაკის დადგენა შეიძლება დიდი ვარაუდით პრისკუს პანიელის 448 წლის აღწერით ატილა იყო წვერიაინი მამაკაცი , რომლის თმას სითეთრე სულ მცირედით შეხებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარადუდოთ, რომ ატილა უნდა დაიბადებულიყო მეხუთე საუკუნის პირველ ათწლეულში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 667, თბ., 1975 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ატილა
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ იორდანი, «ჰეთიკა», 178 წელი[საჭიროებს წყაროს მითითებას]
- ↑ გერმანული პოეზიის უძველეს ნიმუშში – «ვიდსიდა» (შექმნილია IV—VII საუკუნეებში.) ჰუნთა ბელადე ეტლა (ატილა) მოხსენიებულია ადამიანთა შორის «უძლიერესის» -ალექსანდრეს (მაკედონელის) შემდეგ.