ანა კომნენოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანა კომნენოსი (ბერძ. Άννα Κομνηνή) (დ. 1 დეკემბერი, 1083 — გ. 1153) — ბიზანტიელი დედოფალი, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის და ირინე დუკინას ქალიშვილი. ერთ-ერთი პირველი ქალი ისტორიკოსი.

იმპერატორი ალექსი I კომნენოსი, ანას მამა. დაახ. 1122 წლის ფრესკა აია სოფიას ტაძრიდან, კონსტანტინოპოლი.

ახალგაზრდობაში ანა დანიშნეს თავის შორეულ ნათესავზე – კონსტანტინე დუკაზე, იმპერატორ მიხეილ VII დუკას და მარიამი დედოფლის (ბაგრატ IV-ის ასული) ვაჟზე და თანამმართველზე. ფიქრობდნენ, რომ ალექსის სიკვდილის შემდეგ კონსტანტინე მემკვიდრეობით მიიღებდა მიიღებდა ბიზანტიის იმპერატორის ტახტს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალექსის შეეძინა ვაჟი იოანე, ამ პოლიტიკური საქორწინო კავშირის აუცილებლობა აღარ იყო. კონსტანტინეს მოეხსნა ყველა პრივილეგია, ხოლო 14 წლის ანა ცოლად გაჰყვა კეისარ ნიკიფორე ვრიენოსს. ზოგიერთი ცნობით, მამის სიკვდილის შემდეგ მონაწილეობდა შეთქმულებაში, რომლის მიზანიც მისი ძმის, იოანეს ტახტიდან ჩამოცილება იყო. 1137 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მონასტერში წავიდა.

ანა არის ალექსი კომნენის მმართველობის ეპოქის აღმწერელი თხზულების, «ალექსიადა»-ს ავტორი. «ალექსიადა» ჯვაროსნული ომების დროინდელი ბიზანტიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყაროა.

ქორწინებები და შვილები[რედაქტირება]

კეისარ ნიკიფორე ვრიენოსთან მან გააჩინა რამდენიმე შვილი, მათ შორის:

  1. ალექსი ვრიენოსი კომნენოსი (დაახ. დ. 1102 — გ. 1161–1167 წლებს შორის)
  2. იოანე დუკა (დაახ. დ. 1103 — გ. არა უადრეს 1173 წლისა)
  3. ირინე II დუკინა (დაახ. დ. 1105 — ?)

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Peter Frankopan: Perception and projection of prejudice. Anna Comnena, the Alexiad and the First Crusade. In: Susan B. Edgington, Sarah Lambert (Hrsg.): Gendering the crusades. University of Wales Press, Cardiff 2001, S.45-59, Columbia University Press, New York 2002. ISBN 0-231-12598-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]