პულხერია (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. პულხერია
წმ. პულხერიას ფრესკა კიევის სოფიის ტაძარში
დაიბადა 19 იანვარი 399, კონსტანტინოპოლი
გარდაიცვალა 453, კონსტანტინოპოლი
ხსენების დღე ძვ. სტ. 10 სექტემბერი,
ახ. სტ. 23 სექტემბერი.

კეთილმორწმუნე დედოფალი პულხერია (ბერძნ.:Πουλχερία) (19 იანვარი 399 - 453) — ბიზანტიის იმპერიის რეგენტი, თავისი უმცროსი ძმის თეოდოსიუს II-ის მცირეწლოვანებისას 414 - 421 წლები, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ 450-453 წლებში მმართველი დედოფალი, როგორც იმპერატორ მარკიანეს მეუღლე.
პულხერია იყო ღრმადმოერმუნე პიროვნება და ასეთი სულისკვეთებით აღზრდა საკუთარი და-ძმები. როგორც ამბობენ სასახლე მონასტერს დაამსგავსა. რაც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ის იყო ინიციატორი 431 წელს მე-3 მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისა. სადაც დაგმობილი იქნა ნესტორიანული ერესი. მისივე ძალისხმევით მოიწვიეს 451 წლის ქალკედონის მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები.
ბოლოს პულხერიამ მთელი ქონება გლახაკებს და ეკლესიას გადასცა, თვითონ კი მშვიდობით მიიცვალა 453 წელს. ეკლსიისადმი გაწეული ღვაწლისათვის იგი კანონიზებული იქნა წმინდანად.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ”წმიდათა ცხოვრებანი”, წიგნი მეორე, თბილისი, 2008 წ. გვ.226
  • ვ. ასათიანი, ”ბიზანტიური ცივილიზაცია”, თბილისი, 2006 წ. გვ. 477-478