პაჭანიკები
ვიკიპედიიდან
პაჭანიკები (რუს. Печенеги) — მომთაბარე თურქულ ტომთა გაერთიანება, ჩამოყალიბებული VIII-IX საუკუნეებში. თავდაპირველად სახლობდნენ კასპიის ზღვის ჩრდილოეთით, IX ს.-ში დაიკავეს ჩრდილოეთ შავიზღვისპრიეთი მდ. დუნაიმდე. ხშირად თარეშობდნენ რუსი მთავრების სამფლობელოებში. XI ს. ბოლოს განდევნილ იყვნენ უნგრეთის და ბალკანეთის ტერიტორიისკენ. მოხსენიებული არიან ბიზანტიურ, არაბულ, რუსულ და დასავლეთევროპულ ჟამთააღწერებში. საუბრობდნენ თურქულ ენაზე.

