თაღი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაღიარქიტექტურული დეტალი, კედლის ღიობის ან ორ საყრდენს (ბოძებს, სვეტებს, პილონებსა და ა. შ.) შორის მრუდწირული გადახურვა.

თაღის საყრდენ კვეთს ქუსლი ეწოდება, ხოლო მის უმაღლეს შუა კვეთას კლიტე. მალის ზომის, დატვირთვისა და დანიშნულების მიხედვით თაღს აგებენ ქვისაგან, ლითონისა და ხისაგან. მოხაზულობის მიხედვით თაღი არის ნახევარწრიული (ყველაზე გავრცელებული), მცოცავი (სხვადასხვა სიმაღლის საყრდენებით), ნალისებრი (გავრცელებულია არაბული ქვეყნების არქიტექტურაში), კილისებრი, სამ და მრავალფრთიანი, ისრული (გოთური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი) და სხვ.

თაღი (ქვის) პირველად ძველ აღმოსავლეთში გამოჩნდა (ქვის გამოყენების მიზეზი დიდმალიანი კოჭოვანი გადახურვისათვის გამოსადეგი ხის უქონლობა იყო). შემდეგ თაღი ფართოდ გავრცელდა ანტიკური რომის არქიტექტურაში (შენობებში, აკვედუკებში, სატრიუმფო თაღებში). იგი დღესაც ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ელემენტია.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თაღი&oldid=2779071“-დან