ფოკა (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოკა
ფლავიუს ფოკა
Phocas cons.jpg
ფოკას გამასახულება მონეტებზე
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 602
მმართ. დასასრული: 610
წინამორბედი: მავრიკიოსი
მემკვიდრე: ჰერაკლე
დაბ. თარიღი: უცნ.
გარდ. თარიღი: 610
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ლეონტია
შვილები: დომენცია
დინასტია: დინასტიის გარეშე

ფოკა (ფლავიუს ფოკა) (დ. უცნობია — გ. 610) — ბიზანტიის იმპერატორი 602-610 წლებში. წარმოშობა უცნობია. უზურპატორი. ტახტს დაეუფლა სამხედრო აჯანყების შედეგად. სიკვდილით დასაჯა იმპერატორი მავრიკიოსი და მისი ექვსი ვაჟიშვილი. არ გამოირჩეოდა განათლებით. მიდრეკილი იყო ლოთობისა და ავხორცობისაკენ. თუმცა დიდი გავლენა ჰქონდა მხედრობაზე. მას დაუპირისპირდნენ კონსტანტინოპოლელი მსახურები. ეკლესია, რამდენადაც მთელი ეკლესიის მეთაურად რომის პაპი გამოაცხადა. ცდილობდა აგრარული რეფორმების ჩატარებას. დევნიდა მონოფიზიტებს და ებრაელებს. იმპერიაში იფეთქა სამოქალაქო ომმა. სპარსეთის შაჰმა ხოსრო II-მ მოაწყო, თითქოსდა მავრიკიოსი-ს გადარჩენილი შვილის თეოდოსის, კორონაცია და შეეცადა მას ტახტზე ასვლაში დახმარებოდა. რამაც მოარღვია აღმოსავლეთის საზღვრები. ჯარების გამოყვანის გამო, ჩრდილოეთიდან ისევ შემოიჭრნენ სლავები და ავარები. ბოლოს მას დაუპირისპირდა კართაგენის ეგზარხოსი, რომლის შვილი, ჰერაკლე, დიდი ფლოტით თავს დაესხა კონსტანტინოპოლს სიკვდილით დასაჯა ფოკა და თვითონ გახდა იმპერატორი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „ბიზანტიური ცივილიზაცია“, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006 წელი. გვ. 482
წინამორბედი:
მავრიკიოსი
ბიზანტიის იმპერატორი
602 - 610
შემდეგი:
ჰერაკლე