მურად II
ვიკიპედიიდან
მურად II (ოსმ. مراد ثاني - Murâd-ı sânî , თურქ. İkinci Murat; 1401—1451) — ოსმალეთის იმპერიის მეექვსე სულთანი 1421-1444 და 1446-1451 წლებში, მეჰმედ I-ის ვაჟი, რომლისგანაც ტახტი მემკვიდრეობით 1421 წელს მიიღო.
მურად II-ის მმართველობა აღინიშნა ხანგრძლივი ომით ბალკანეთისა და ანატოლიის ქრისტიანების წინააღმდეგ — კონფლიქტი, რომელიც 25 წელს გაგრძელდა.


