ხოსრო II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოსრო II ფარვიზის ოქროს მონეტა.

ხოსრო II ფარვიზი (გ. 628) — სასანიანთა დინასტიის მეფე 591-628 წლებში. ტახტი დაიკავა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის დახმარებით. VII საუკუნის დასაწყისში ხოსრო II-მ დაიპყრო ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციები (სირია, პალესტინა, ეგვიპტე). VII საუკუნის 20-იან წლებში ბიზანტიელები ირანში შეიჭრნენ. ირანელი დიდებულების ნაწილმა, რომელიც უკმაყოფილო იყო მონოფიზიტებთან შაჰის დაახლოებით, ხოსრო II ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა.

ლიტერატურა[რედაქტირება]