ანდრია კრეტელი (მთავარეპისკოპოსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა ანდრია მთავარეპისკოპოსი

ანდრია კრეტელი (ბერძ. ̓Ανδρέας ὁ Κρήτης; დ. 650, დამასკო – გ. 726, ლესბოსი) — ბიზანტიელი ჰიმნოგრაფი, კრეტის მიტროპოლიტი; საგალობლებში დაამკვიდრა რიტმული პოეზიის ახალი სახეობა „კანონები“. ანდრია კრეტელის მთავარი ნაწარმოები 250 სტროფის შემცველი „დიდი კანონი“ა, რომელიც ქართულად სამჯერ არის თარგმნილი: ექვთიმე მთაწმინდელის, გიორგი მთაწმინდელისა და არსენ ბერის მიერ. ჩვენამდე აგრეთვე მოღწეულია ანდრია კრიტელის 128 ტაეპიანი იამბური ლექსი, რამდენიმე ჰომილია და პანეგირიკი.

წმინდა ანდრია მოღვაწეობდა VI საუკუნეში. იგი დამასკოში ცხოვრობდა და შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. როდესაც ანდრია 14 წლის გახდა, მშობლებს, ღვთისმსახურების შესასწავლად იერუსალიმში გაუგზავნიათ. ამ დროისთვის იგი იმდენად განსწავლული იყო, რომ იერუსალიმის პატრიარქიც განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და იქიდან მოყოლებული იწოდება კრეტელად. მან დაწერა სინანულის „დიდი კანონი“, რომელშიც დიდი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება. ეს კანონი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ყაუხჩიშვილი ს. ქსე, ტ. 1, გვ. 448, თბილისი, 1975 წ.
  • ანდრია კრეტელი „დიდი კანონი“, გამომც. „ძლევაჲ საკვირველი“, თბილისი, 2005 წ.