არკადიუსი (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არკადიუსი
Flavius Arcadius Avgustus
Arcadius Istanbul Museum.PNG
არკადიუსის ბიუსტი
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 395
მმართ. დასასრული: 408
წინამორბედი: თეოდოსიუს I
მემკვიდრე: თეოდოსიუს II
დაბ. თარიღი: 377
დაბ. ადგილი: ესპანეთი
გარდ. თარიღი: 1 მაისი 408
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ევდოქსია
შვილები: თეოდოსიუს II
პულხერია
არკადია,
ფლაცილა
დინასტია: ვალენტინიანუს თეოდოსიანიდების
მამა: თეოდოსიუს I
დედა: ფლაცილა

არკადიუსი (ფლავიუს არკადიუს ავგუსტუსი) (377- 408) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 395-408 წლებში. რომის იმპერატორ თეოდოსიუს I-ის უფროსი ვაჟი. მამის სიკვდილის შემდეგ 395 წელს სამართავად ერგო აღმოსავლეთ რომის იმპერია. იმპერიის დასავლეთი ნაწილი კი — მის უმცროს ძმას ჰონორიუსს.

გადმოცემის თანახმად, აკადიუსის მმართველობის წლებში, სახელმწიფოს ფაქტიურად მართავდნენ მასთან დაახლოებული პირები — ჯერ კარისკაცი რუფინუსი (ეროვნებით გალი), ხოლო შემდეგ — საჭურისი ევტროპიუსი. იმხანად იმპერიაში შედიოდა შემდეგი ოლქები: დაკია, მაკედონია, საბერძნეთი, თრაკია, მცირე აზია, სირია, პალესტინა და ეგვიპტე. რუფინუსისა და ევტროპიუსის ძალაუფლებას ბოლო მოუღეს გუთმა ლეგიონერებმა.

არკადიუსის მმართველობის ბოლო წლებში ძალაუფლება ხელთ იგდეს დედოფალმა ევდოქსიამ და სარდალმა გაიანასმა , რომელიც მოკლული იქნა ჰუნების მიერ. დედოფალ ევდოქსიას თავაშვებულობას დიდ წინააღმდეგობას უწევდა მაშინდელი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი იოანე ოქროპირი. რომელიც ამის გამო ჩამოშორებული იქნა საეკლესიო მმართველობას და გადასხლებული იქნა აფხაზეთში, სადაც გარდაიცვალა კიდეც სოფელ კომანში.

არკადიუსი გარდაიცვალა 408 წლის 1 მაისს 31 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ხოლო ტახტზე ავიდა მისი არასრულწლოვანი ვაჟი თეოდოსიუს II.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბ., 2006 წ. გვ. 476
წინამორბედი:
თეოდოსიუს I
ბიზანტიის იმპერატორი
395 - 408
შემდეგი:
თეოდოსიუს II