სლავები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სლავები არიან
  დასავლეთსლავები
  აღმოსავლეთსლავები
  სამხრეთსლავები

სლავები — თავდაპირველად კარპატების ჩრდილოეთით, მდინარეების ვისლასა და დნეპრს შორის მკვიდრი ევროპეიდული ხალხების ჯგუფი, რომელიც დღესდღეობით გავრცელებულია ევროპის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში: რიცხობრივად სლავები დაახლ. 300 მლნ. კაცს შეადგენს.

ისტორია[რედაქტირება]

სლავების გავრცელება არ დაწყებულა ქრისტეს დაბადებამდე I საუკუნეში; მათ სამ შტოდ – სამხრეთ- (სერბები, ხორვატები, სლოვენები, ბულგარელები, მაკედონელები), აღმოსავლეთ- (რუსები, უკრაინელები და ბელორუსები), და დასავლეთსლავებად (პოლონელები, მაზურები, ჩეხები, სლოვაკები, ობოტრიტები) დაყოფაზე დიდი მნიშვნელობა იქონია გუთებისა და გეპიდების ლაშქრობებმა.

V-VI საუკუნეებში სლავების ნაწილი სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში მათ შორის ელბის დასავლეთით გადასახლდა. IX-X საუკუნეებში დაიწყო სლავთა გაქრისტიანება — პოლონეთში 966 წელს, ხოლო რუსეთში 988 წელს. იმის გამო რომ მისიონირება ორივე — როგორც რომის, ასევე ბიზანტიის მხრიდან მიმდინარეობდა, გაჩნდა რომის კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების გავლენათა სფეროები. რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენის სფეროში შედიოდნენ ჩეხები, პოლონეთი, სლოვენები, ხორვატები, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის სფეროში რუსები, ბელორუსები, უკრაინელები, ბულგარელები, სერბები, მაკედონელები. XVI საუკუნეში რეფორმაციას სორბების ზოგი ნაწილიც შეუერთდა. ოსმალების ბატონობის დროს ბულგარელთა და მაკედონელთა დიდი რაოდენობა მოექცა ისლამზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ. ჟუჟუნაშვილი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია, XX საუკუნე. გიორგი ჟუჟუნაშვილი, გურამ კუტალაძე, ზაირა გერგედავა-ჭელიძე, რამაზ ვაჟბედაშვილი ; [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : [ლექციების კურსი] - თბილისი; ნაწილი 1: პოლონეთი XIX საუკუნის I ნახევარში : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1979.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ჩეხეთი და სლოვაკეთი XVIII-XX საუკუნეებში. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1982.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ბულგარეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე ოქტომბერი. თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : სერბეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.