კაპადოკია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კაპადოკია (ბერძნ. Καππαδοκία, სპარს. کاپادوکیه (Katpatuka, „ლამაზი ცხენების ქვეყანა“), ლათ. Cappadocia, თურქ. Kapadokya) — აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქის სახელწოდება. ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების:ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- კაპადოკია
- სტატია კაპადოკიის შესახებ ტურისტულ ბიბლიოთეკაში
- რამდენიმე თანამედროვე რუკა, სხვა ინფორმაცია
- კაბადოკიელი ბერძნების ოფიციალური საიტი
- კაპადოკიის მეფეთა მონეტები
- კაპადოკიის ფოტოები