კორდოვის სახალიფო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორდოვის სახალიფო 1000 წელს (აღნიშნულია მწვანე ფერით)

კორდოვის სახალიფო — ფეოდალური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქი კორდოვა. 756 წელს ომაიანმა აბდ ალ-რაჰმან I–მა აქ შექმნა კორდოვის საამირო, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა აბასიანთა სახალიფოსგან. IX საუკუნის მიწურულში კორდოვის საამირო დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად. აბდ ალ-რაჰმან III–მ (912961 წწ.) გააერთიანა ეს სამთავროები და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა. კორდოვის სახალიფო ცენტრალიზებული დესპოტია იყო, სადაც მთელი ძალაუფლება ხალიფას ეკუთვნოდა. მეორე ფიგურა იყო მთავარი მინისტრი — ჰაჯიბი. ხალიფა ალ-ჰაქამ II–ის (961–975 წწ.) სიკვდილის შემდეგ კორდოვის სახალიფოს ფაქტიურად განაგებდა ჰაჯიბი მუჰამად იბნ ამირ ალ-მანსური (9761002 წწ.); მერე კი მისი ძე აბდ ალ-მალიქი (1002–1008 წწ.). კორდოვის სახალიფო წარმოადგენდა არაბული კულტურისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. აქაურმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს ევროპაში ანტიკური მეცნიერების ტრადიციების შენარჩუნებაში. XI საუკუნის I მესამედი აღინიშნა ფეოდალური შინაომებით. 1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს და კორდოვიდან განდევნეს უკანასკნელი ხალიფა ჰიშამ III. კორდოვის სახალიფო მრავალ წვრილ საამიროდ დაიშალა.

სექციების სია

მმართველთა სია [რედაქტირება]

ომაიანი ამირები [რედაქტირება]

ომაიანი ხალიფები [რედაქტირება]

ჰამუდიდების ხალიფები [რედაქტირება]

ომაიანების ხალიფები [რედაქტირება]

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • Simon Barton, A History of Spain (New York: Palgrave MacMillan, 2004).
  • Anwar G. Chejne, Muslim Spain: Its History and Culture (Minneapolis: The University of Minnesota Press, 1974)