ღაზნევიდების სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღაზნევიდების სახელმწიფო მისი აყვავების პიკზე

ღაზნევიდებითურქული წარმოშობის დინასტია, რომელიც მართავდა ღაზნეველთა სახელმწიფოს (X-XII სს.). სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ ღაზნიდან, რომელიც მდებარეობს ავღანეთის სამხრეთ აღმოსავლეთში. დინასტია დააარსა 962 წელს სამანიდმა მხედართმთავარმა ალი-თეგინიმ, რომელმაც ქალაქ ღაზნის დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა თავი. განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია მაჰმუდ ღაზნევის მმართველობისას (998-1030), როდესაც სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე ავღანეთს, ირანის, ცენტრალური აზიის და ინდოეთის მთელ რიგ რეგიონებს. მისი მმართველები ახალისებდნენ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას – სამეფო კარზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილი პოეტები და მეცნიერები: ალ-ბირუნი, ფირდოუსი და სხვები. მასუდ I-ის მმართველობის წლებში (1030-1041 წწ.) სახელმწიფომ დაშლა დაიწყო. 1040 წლისათვის იგი მოიცავდა ავღანეთისა და პენჯაბის მხოლოდ მცირე ნაწილს. ლიკვიდირებულ იქნა XII ს-ის 70-80-იან წლებში ღურიდების მიერ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]