ეპანაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპანაგოგაბიზანტიური სამართლის კრებული. შედგენილია IX საუკუნის ბოლოს, იმპერატორ ბასილი I-სა და მისი შვილების, ლეონის და ალექსანდრეს თანამმართველობის დროს. ძირითადად გადამუშავებული პროქირონია. კრებულში შეტანილია ეკლოგის ზოგიერთი ნორმა, იმპერატორის ახალი ბრძანებები და სხვა. შედგება 40 ტიტულისაგან, მოიცავს სახელმწიფო, სისხლის, ვალდებულებითი, საოჯახო, მემკვიდრეობითი სამართლის საკითხებს. ეპანაგოგას ნორმებს აქტიურად იყენებდნენ საეკლესიო სამართალში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]