ვალენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლავიუს ვალენტი

ფლავიუს ვალენტი (დ. 328 – გ. 9 აგვისტო, 378) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 364-378 წლებში. ვალენტინიანე I-ის ძმა და თანამმართველი. 376 წელს ვალენტმა ჰუნებისაგან დევნილ ვესტგუთებს რომის პროვინცია მეზიაში დასახლების ნება დართო. მაგრამ რომის მოხელეებისაგან შევიწროებული ვესტგუთები აჯანყდნენ, ვალენტი დაიღუპა მათ წინააღმდეგ გამართულ ადრიანოპოლის ომში.

ლიტერატურა[რედაქტირება]